აშშ-ი, სავარაუდოდ, ვიზების გაცემა გართულდება მათთვის, ვინც შეერთებულ შტატებში სამშობიაროდ ჩადის, რათა ახალშობილებმა ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღონ. სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით და ასევე, ე.წ. “სამშობიარო ბიზნესთან” დაკავშირებული კრიმინალური საქმიანობის აღკვეთით არის ნაკარნახევი.
შეიცვლება B ტიპის ვიზის გაცემის წესები, რომლებიც მოკლე ვადით, ტურისტული ან საქმიანი მიზნით მსურველებზე გაიცემა.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ექნებათ უფლება, უარი თქვან ვიზის გაცემაზე, თუ ჩათვლიან, რომ ტურისტის მიზანი აშშ-ში შვილის მიერ მოქალაქეობის მიღებაა. ორგანიზაცია „მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 33 ათასი შვილი უჩნდებათ.
გაზეთი „რეზონანსი“