ფეხბურთის განვითარებაში დახარჯული მილიონები და ნულოვანი შედეგი

ფეხბურთის განვითარებაში დახარჯული მილიონები და ნულოვანი შედეგი

access_time2020-12-19 13:00:06

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სტიმულირების მიზნით, 2016 წელს მთავრობამ მრავალმილიონიანი პროექტი წარადგინა. დღეს, ოთხი წლის გადმოსახედიდან, ჩანს, რომ სხვა არაერთი სახელმწიფო პროგრამის მსგავსად, ფეხბურთის მხარდაჭერის პროექტის გაზომვადი შედეგები არასახარბიელოა.

 

ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა თავდაპირველად 2016 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა. პროექტის ღირებულება 265.7 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული და მის ფარგლებში თანხების ათვისება 2016-2020 წლებში უნდა მომხდარიყო. ეს თანხა ფეხბურთის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ერთადერთი პროგრამა არ იყო და მის პარალელურად ფეხბურთის ფედერაციისთვისაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფოდა.

 

ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი უკვე არსებული საფეხბურთო კლუბების საბიუჯეტო სუბსიდირებაზე მიიმართა. საბიუჯეტო სახსრების განაწილებისთვის შეიქმნა ახალი იურიდიული პირი ა(ა) იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი”, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

 

პროგრამა 2016 წელს დაიწყო. თავდაპირველი პროექტის თანახმად, ამ წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფაქტობრივად ფონდმა ბიუჯეტიდან შემოსავლის სახით 26 მილიონი ლარი მიიღო. ამასთანავე, ფონდმა 2016 წლის 30 დეკემბერს კომერციული ბანკიდან 2 მილიონი ლარის სესხი აიღო, რომელიც 2017 წელს დაფარა. შესაბამისად, ფონდის შემოსავალი 2016-ში 28 მილიონი ლარი იყო.

 

2017 წლის 1 ივნისს ფეხბურთის დაფინანსების პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებით, მისი ბიუჯეტი 45.6 მილიონი ლარით, 211.1 მლნ ლარამდე შემცირდა, თანხების ათვისების წლები კი 2016-2021 წლებზე განაწილდა. განახლებული პროგრამითაც დაფინანსების 81%-ზე მეტი ქვეყანაში უკვე მოქმედი საფეხბურთო კლუბების საბიუჯეტო სუბსიდირებაზე მიიმართა.

 

დანარჩენი თანხები (19%) საფეხბურთო განათლებისა და მასობრივი საფეხბურთო ღონისძიებების (მატჩების, ფესტივალების) დაფინანსებისთვის გადანაწილდება.


 

                      

 

სასურველია, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამას გაზომვადი შედეგები ჰ ქონდეს. თუმცა ამ პროგრამის ფარგლებში მისაღწევი შედეგები არა ქართული საკლუბო ფეხბურთის საერთაშორისო წ არმატებით, არამედ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობითა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი კლუბების რაოდენობი თ განისაზღვრება.


 

211-მილიონიანი პროგრამის ხარჯების სტრუქტურული განაწილება ასეთია:

 

პროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ) სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ყოველწლიურად 80 საფეხბურთო კლუბისა და სამოყვარულო ლიგის სტაბილური დაფინანსება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების 130-მდე ბენეფიციარი; 30 მასობრივი ღონისძიება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

საგულისხმოა ფაქტი, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური პირობების მიუხედავად, პროგრამის დაფინანსების საკითხის გადახედვა არ მომხდარა, რის შედეგადაც, როგორც 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში, ასევე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის (პირველი და მეორე წარდგენის) ვერსიებში ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 37-მილიონიანი დაფინანსება არის განსაზღვრული.

 

მივუბრუნდეთ იმას, თუ როგორ იხარჯება ეს სახსრები. თავად ფეხბურთის განვითარების ფონდი მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშებს არ ასაჯაროებს. პროგრამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანასკნელი ანგარიში 2018 წელს გამოაქვეყნა, სადაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. მათ შორის აუდიტის სამსახურის კრიტიკა დაიმსახურა კლუბებისთვის თანხების განაწილების პრინციპის გაუმჭვირვალობამ. ამასთან ერთად აუდიტის სამსახური პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც დააწესებდა ჭერს, თუ თანხის რა ნაწილი უნდა მიმართოს კლუბმა ადმინისტრაციის ხელფასებზე, ფეხბურთელების ხელფასებზე, მივლინებებსა და სხვა ხარჯებზე.

 

საბაზისო დაფინანსებასა და ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი, რა ოდენობის თანხა უნდა იყოს მიმართული შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ხარჯის ზღვრული ნორმებიც. კერძოდ, რა ოდენობის თანხა უნდა მოხმარდეს მივლინებებს, შეკრებებს, სპორტულ ეკიპირებას და სხვა ხარჯებს”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

 

რამდენი კლუბი იღებს დაფინანსებას:

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის 2017 წლის 3 იანვრის გამგეობის N5 სხდომის შესაბამისად, ფონდი კლუბებს საბაზისო პროგრამით აფინანსებდა შემდეგი თანხებით:

 

ეროვნული ლიგა 1 – 1,000,000 ლარი. (10 კლუბი);

ეროვნული ლიგა 2 – 700,000 ლარი. (10 კლუბი);

ეროვნული ლიგა 3 – 250,000 ლარი. (10+10 კლუბი);

რეგიონალური ლიგა – 50,000 ლარი. (40 კლუბი).

საბაზისო დაფინანსება მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რომლებიც საჭიროა კლუბების ფუნქციონირებისათვის: ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები, ფეხბურთის ფედერაციის საწევრო გადასახადი, სამივლინებო, კვების, საოფისე, ეკიპირების, სამედიცინო და სხვა ხარჯები.

 

საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება: აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით უშუალოდ ფეხბურთის განვითარების ფონდის სახსრებზე. სახელმწიფო ამ ფონდთან ერთად ფეხბურთის ფედერაციასაც აფინანსებს. ეს დაფინანსება გამოიყოფა ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამიდან. ამ პროგრამის ფარგლებში ფედერაცია წლიურად საშუალოდ 6.4 მილიონ ლარს ხარჯავს.




2016-2019 წლებში როგორც ფეხბურთის განვითარების ფონდის, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე ათვისებულია 163,756,617 ლარის რესურსი, ხოლო 2020 და 2021 წლებში დამატებით 87,400,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი. ჯამურად, 2016-2021 წლებში საქართველოს გადასახადის გადამხდელები ყველაზე პოპულარულ სპორტს 251,156,617 ლარით დააფინანსებენ.


Forbes.ge


თეგები:
ფეხბურთი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up