ფესტივალი ECHOWAVES კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ს უერთდება

ფესტივალი ECHOWAVES კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ს უერთდება

access_time2019-06-26 23:25:33

ფესტივალი ECHOWAVES კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს უერთდება.ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აბონემენტის ფასი კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ მოიმატებს და 120 ლარი დარჩება. ასევე ხელმისაწვდომი იქნება მეგობრული შეთავაზება 5+1.


შეგახსენებთ, რომ ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.


გასულ წელს ანაკლიას, ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები, ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ.


"ინფორმაციის გავრცელება საზღვარგარეთ და დადებითი გამოხმაურება, საქართველოში 2019 წელს ტურისტების რაოდენობის გაზრდის პროგნოზს აჩენს. 4 დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი და უცხოელი დიჯეი წარსდგა. ფესტივალმა ყოველდღიურად 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ქვეყნის ბიუჯეტში კი გადასახადების სახით 8 მილიონი ლარი შევიდა", – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.



Echowaves 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.უსიკის გარდა, ფესტივალი სპორტს, ფიზიკურ აქტივობებსა და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.


ცნობისთვის: Echowaves წელს ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ამ ეტაპზე Line UP-ის მეორე ნაწილია ცნობილი:


NINA KRAVIZ / a-z ADRIATIQUE / BEN KLOCK / CLAPTONE / DAX J
DJ TENNIS / KINK live / RED AXES / RODHAD
BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / LEHAR / MATHAME / MUSUMECI / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU / PLAID live / SAMA / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO
ANDREW MELLER / BACHO / GIO SHENGELIA / L8 /
SIDARTHA SILICEO & ANIA live / STIMMHALT / TOMMA


bmg






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up