ვინც Ferrovial-ის ბარგის გადაზიდვას გადაწყვეტს, ის კრიტიკისთვისაც უნდა იყოს მზად. ესპანური ინფრასტრუქტურული კომპანია Ferrovial დიდი ბრიტანეთის უდიდეს აეროპორტ „ჰითროუში“ თავისი 25%-იანი წილის გაყიდვას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
პოტენციურ მყიდველებს შორისა არიან კერძო ინვესტიციების ჯგუფი Ardian და საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი.
ავიაკომპანიებთან და მარეგულირებელთან ურთიერთობა კი დაბალ ზღვარზეა და არასანდოა, რაც გამოიხატება გაბრაზებული მგზავრებში აეროპორტის ჰოლებში ჩემოდნების უზარმაზარ მთებში, რომლებიც გასასვლელებს კეტავს, ამიტომ მარტივი მისახვედრია თუ რატომ სურს მადრიდში 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფირმას აეროპორტიდან გასვლა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება აისახოს ფასზე.
ჰითროუს, როგორც ბიზნესის ღირებულება 23 მილიარდ ევროზე ნაკლებია. მაგრამ მისი წმინდა ვალების წყობის გამოკლების შემდეგ, კაპიტალი სულ რაღაც 5 მილიარდ ევროს აღწევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Ferrovial შეიძლება 1,2 მილიარდი ევრო ნებისმიერი მყიდველისგან მიიღოს.
თაკო კვაჭანტირაძე