რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად სცნო ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები ანექსიის შესახებ, რომლებიც გაფორმდა რუსეთსა და თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებთან“, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულ „ხელმძღვანელებთან“.
ამ ხელშეკრულებით დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შედიან.
ამ პროცესის შემდგომი ეტაპი რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს მიერ შესაბამისი კონსტიტუციური კანონის მიღებაა, რაც 3 და 4 ოქტომბერს იგეგმება.
უცნობია, იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების მოწინააღმმდეგე ვინმე საკონსტიტუციო სასამართლოში.
2014 წელს ამავე ორგანომ დაამტკიცა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიაც.
ხელშეკრულებებს ხელი30 სექტემბერს, კრემლში მოეწერა.
წყარო: radiotavisupleba.ge