მევენახეთა ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა

მევენახეთა ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა

access_time2021-09-07 14:00:22

ყურძნის დაბალ ფასსა და ძვირ მუშახელს მევენახეები წლევანდელი სეზონის მთავარ პრობლემად მიიჩნევენ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაციის პრობლემა არ არის და დასეტყვილი ყურძენიც კი გაუყიდავი არ რჩება, ხარჯი გაზრდილია, ხოლო დაბალი ფასის გამო მოგება მინიმალურია.


თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, მევენახე ვანო გიგიტელაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ყურძნის ფასი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რომ ფერმერმა საკუთარი შემოსავლისგან მოგება მიიღოს.


,,კარგია, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ არის, დასეტყვილი მოსავალიც ჩააბარა ხალხმა. მიმაჩნია, რომ 1 კილოგრამი ყურძენი, სულ მცირე, 1 ლარი უნდა ღიორდეს, ,,საფერავის“ კი 2 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს მინიმალური ფასი იმისთვის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. რა ფასიც ახლა არის, ზარალი არ გვაქვს, მაგრამ ვერც სარგებელს ვიღებთ. ცალკე პრობლემაა მუშა ხელი, 40-50 ლარს ვიხდით და მომუშავეთა აყვანა მაინც გვიჭირს“, - ამბობს ვანო გიგიტელაშვილი.


თუმცა არიან ფერმერები, რომლებიც ფასით და რთველთან დაკავშირებული სხვა პროცესებით კმაყოფილი არიან. კახელი მევენახის გოგა ქურციკაშვილის თქმით, რთველი საკმაოდ წარმატებით დაიწყო და თუკი ქარხნების მხრიდან ვალდებულებები სრულად შესრულება, პრობლემა სექტორში ნაკლებად მოსალოდნელია.



,,ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, საკმაოდ კარგად დაიწყო წლევანდელი სეზონი და დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ. სულ ახლახან მევენახეებმა თელავის ერთ-ერთ ღვინის ქარხანას საშამპანურე, საშუალო ხარისხის ყურზენი 95 თეთრად ჩააბარეს.  ვფიქრობ,  მისაღები ფასია, ამ წუთისთვის ეს არის საშამპანურე მასალა, ,,რქაწითელი“, რომლის შაქრიანობა  18 გრადუსია. ამ დონის შაქრიანობა ღვინისთვის დაბალია, მაგრამ შამპანიურის საწარმოებლად - კარგი. ამიტომ სჯობს, საღვინე ყურძენი ღრმა სიმწიფეში დაიკრიფოს,  დაახლოებით 15-20 სექტემბერს, ამ დროს შაქრის კონცენტრაცია 23 გრადუსამდეა“, - უთხრა მევენახემ ,,კომერსანტს“.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული, ჯამში 47 ათასი ტონა.  2020 წლის 6 სექტემბერს ეს მაჩვენებელი  8 ათას ტონას შეადგენდა.


რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება - 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი.კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up