ქართველ ფერმერთა 90% თხილს ტრადიციული მეთოდით აწარმოებს – რა ამუხრუჭებს დარგის განვითარებას

ქართველ ფერმერთა 90% თხილს ტრადიციული მეთოდით აწარმოებს – რა ამუხრუჭებს დარგის განვითარებას

access_time2021-09-13 10:00:33

მეთხილეობის სფეროში ბოლო წლებში მიღწეული წარმატების - მოსავლიანობის ზრდის, ფაროსანას დამარცხების და გაზრდილი ექსპორტის მიღმა არის რამდენიმე პრობლემა, რასაც ფერმერების დიდი უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი თორნიკე ბესელია ,,კომერსანტს“ უყვება, მუშახელის სიმცირის, ასევე მექანიზაციის არქონის გამო სამუშაო პროცესი თითქმის მთლიანად ხელით სრულდება, რაც საწარმოო პროცესს ახანგრძლივებს და ხარისხზეც ნეგატიურად აისახება.


,,თხილის შეგროვებიდან დაწყებული, დაბინავებამდე, თითქმის მთელი პროცედურა ხელით სრულდება. გამონაკლისია თხილის გარჩევა, რომელზეც  ძირითადად ტექნიკა მუშაობს, მაგრამ 100%-ით ვერც ის ასრულებს სამუშაოს, აქაც გვიწევს შრომა. ასე ვშრომობდი 20-25 წლის წინ და ახლაც, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. მართალია, რეგიონში საშრომი და სასაწყობო მეურნეობა არის, მაგრამ სულ რამდენიმეა და მოსახლეობის უმეტესობას საჭირო ტექნიკაზე ხელი არ მიუწვდება. ამასთან, პრობლემაა მუშახელი. თხილის მოსავლის აღება საკმაოდ შრომატევადია და საჭიროებს რამდენიმე ადამიანის ჯგუფურ მუშაობას, რაც 2-3 სულიანი ოჯახისთვის რთულია, ამიტომ მუშახელის დაქირავება გვიწევს. ეს კი დიდი პრობლემაა, 10 დღე ვუცდიდი მკრეფავებს, 50 ლარი გადავიხადე, ზოგმა ხალხი ამ ფასადაც ვერ დაიქირავა, ახლაც რიგში არიან“, - აცხადებს თორნიკე ბესელია.


თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი თოდუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსავლის 80% დაბინავებულია და სამუშაოები მომდევნო 2 კვირაში დასრულდება. რაც შეეხება გამოწვევებს, თოდუა ადასტურებს, რომ ტექნოლოგიურად ჯერ კიდევ არის ჩამორჩენა, რომლის მოგვარებაც მეთხილეობაში ხელით შრომის საჭიროებას საგრძნობლად შეამცირებს.


,,ვერ ვიტყვით, რომ დარგი არ ვითარდება, პრობლემა არსებობს, მაგრამ გარკვეული სიახლეებიცაა, რაც სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. პირველ რიგში, ეს არის ირიგაციის სისტემის დანერგვა, რაც მეთხილეობაში არ იყო და ახლა მკვიდრდება. თანამედროვე მიდგომა გულისხმობს მუშა ხელის ჩართულობის შემცირებას, რათა ხელით შრომა დიდწილად ტექნიკით ჩანაცვლდეს, ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა თხილის საშრობი და შემნახველი ტექნიკის დანერგვაა, რაშიც USAID გვეხმარება. დასაწყობება მნიშვნელოვანია, რათა ხარისხი არ დაიკარგოს. ცნობიერების ამაღლება, ორგანიზებულობა, ჯგუფების შექმნა, ბანკების და სავაჭრო ობიექტების ჩართვა, საშრობების გამართვა, დასაწყობება და რეალიზაცია - მთელი სტრუქტურაა, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ყველას ჯერჯერობით ვერ გასწვდება. როდესაც ფერმერი წარმატებულია, ამ ყველაფერს მეტნაკლებად ახერხებს, მაგრამ საკმარისია მცირედით მოადუნოს ყურადღება, რომ შედეგზე აისახება. ასეთი მაგალითებიც გვაქვს“, - ამბობს თოდუა ,,კომერსანტთან“ საუბარში.



მისი თქმით, ფერმერების 90% თხილს კუსტარულად აშრობს, რაც ხარისხზე უარყოფითად აისახება.


,,მეტი საშრობია ასაშენებელი. სახლის პირობებში, მზის გულზე შრება პროდუქტი. ზოგჯერ ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, ეს კი ხარისხს აფუჭებს. მეთხილეების 90% მოსავალს ჯერჯერობით კუსტარულად აშრობს. თუმცა, მომდევნო წლებში ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება, სწორედ ამაში გვეხმარება USAID, მთავარი გამოწვევა მაინც ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევაა“, - განაცხადა თოდუამ.


ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თხილის ბაღის გაშენების რამდენიმე მეთოდოლოგიაა, რასაც თეორიულ დონეზე განიხილავენ, მაგრამ პრაქტიკაში ჯერჯერობით არ განხორციელებულა. ერთ-ერთი ასეთი ხორვატიული მეთოდია, რომელიც ინოვაციურად ითვლება და შესაძლებელს ხდის 1 ჰა-ზე არა 500, არამედ 1000 ნერგის დარგვას, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ქართულ პრაქტიკაში გამოყენებული.


ცნობისთვის, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 6 ათას ტონაზე მეტი – $35.4 მილიონის ნაჭუჭიანი (435 ტონა) და ნაჭუჭგაცლილი (5.6 ათასი ტონა) თხილი გაყიდა.


საქართველო თხილის წარმოებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და რამდენიმე წელიწადში მეორე ადგილზე გადასვლის რეალური პერსპექტივა აქვს. დღეის მდგომაროებით თხილის წარმოებით მსოფლიო ლიდერი თურქეთია, ხოლო მეორე ადგილს იტალია იკავებს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up