ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ- აგრონომი დავით კაკაშვილი

ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ- აგრონომი დავით კაკაშვილი

access_time2020-07-03 13:00:27

როგორია პრაქტიკოსი აგრონომის თვალით დანახული აგრო სექტორი და რა უპირატესობები აქვს ინტენსიური ბაღის დანერგვას საქართველოში ? - ამის შესახებ აგრონომმა დავით კაკაშვილმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში აგრო სექტორი ისაუბრა.


ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან. მათთან საუბრები კი მეტწილად დაკავშირებულია პროდუქციის მოყვანასა და შემდგომ რეალიზაციასთან. იმ ფერემერებს,რომლებსაც ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავთ, შემდგომში რეალიზაცია უკვე აღარ უჭირთ. უნდა აღინიშნოს,რომ დღესდღეობით, ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ, ისინი მოტივირებულები არიან მიიღონ შედარებით მაღალი და ხარისხიანი მოასვალი.


მაგალითად, მეხილეობაში ხარისხიანი მოსავლის მიღება შეუძლებელია,თუ მთელი ციკლი არ გავიარეთ. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან. უნდა განაშენდეს ინტენსიური ტიპის ნარგავები, ეს ეტაპი გაიარეს,როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე მეხილეობის დარგში წარმატებულმა  სხვა ქვეყნებმა. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ტიპის ბაღები,რომლებიც საშუალებას იძლევა დარგვისთანავე მივიღოთ მოსავალი და შესაბამისად, შემოსავალიც. კულტურები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იძლევა მოსავალს, არასაინტერესოა ბაზრისთვის.



ბაღების ფორმირების ძველი სტილი არ არის საკმარისი, საჭიროა მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვლა, მათ შორის ირიგაციის ახალი და სწორი სისტემების დანერგვა. მცენარეების დაავადებები,რომელთა რიცხოვნობა საკმაოდ დიდია მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. მათ შეუძლიათ შეამცირონ ჩვენი მოსავალი არამარტო ხარისხის გაუარესების, არამედ რაოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც. ქიმიური პრეპარატების ტოტალური გამოყენება დიდი პრობლემაა სოფლის მეურნეობისთვის. ხარჯების ზრდის გარდა, მათი გამოყენება ეკოლოგიურ მდგომარეობასაც აუარესებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ მიმართულებით,რომ წარმოებაში რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს შხამქიმიკატების გამოყენების ალტერნატიული გზა - ინტეგრირებული მცენარეთა დაცვა.


ნებისმიერი ფერმერისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი არის ბიზნესი, ეს ბიზნესი თუ არ გაიმართა, პრობლემატური იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავაშენოთ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ბაღები და დავუმატოთ მას მოვლა-მოყვანის ის მეთოდები,რომლებიც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვამს. ამ მეთოდების ათვისებასა და სრულ გამოყენებაზე ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ და განვითარდეთ,- ამბობს დავით კაკაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up