ფერმერებს თანამედროვე აგროტექნიკის სწორად გამოყენება უჭირთ

ფერმერებს თანამედროვე აგროტექნიკის სწორად გამოყენება უჭირთ

access_time2022-02-06 17:30:11

ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კაპიტალური ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირი-FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. საგრანტო მხარდაჭერის მიმღები ბენეფიციარების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ხშირად ფერმერებმა არ იციან ახალი ტექნიკის სწორად გამოყენება. ხშირად, მანქანების არასწორი ექსპლუატაციის გამო პრობლემები იქმნება, ეს კი საკმაოდ ზრდის საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯებს. ამიტომ ევროკავშირისა და FAO-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, რომელიც კომპანია „აგრომოტორსთან“ თანამშრომლობით ჩატარდა, 20 ფერმერი გადამზადდა იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაში, რომელთა შეძენაც მათ ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდათ.

ტრენინგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში ჩატარდა. ფერმერებმა თანამედროვე ტრაქტორისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა შეისწავლეს. თეორიულ სესიას თან ერთვოდა საველე პრაქტიკა, სადაც ფერმერებმა თავად მართეს ტექნიკა.

„FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, ნოემბერში ახალი ტრაქტორი ვიყიდე. დღეს კი მისი გამოყენების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე – მანქანაში ზეთის შეცვლის ზუსტი გრაფიკით დაწყებული, ველზე მანქანის გონივრული მართვით დამთავრებული. ამ ახალი ტექნიკით და ცოდნით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ბევრად უკეთესი მოსავალი და დრო არ დავკარგოთ აღჭურვილობის შეკეთებაზე,” – ამბობს ტრენინგის მონაწილე, ფერმერი, ვალერი მარაქველიძე.

საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნიკის შემოტანა და საბჭოთა პერიოდში წარმოებული მოძველებული ტრაქტორების ჩანაცვლება, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ფერმერების მიერ. ახალ ტექნიკაში ინვესტიცია ფერმერებს ეხმარება არა მხოლოდ დაზოგონ ხარჯები საწვავის მოხმარებაზე, არამედ უფრო მეტი სამუშაო შეასრულონ ნაკლებ დროში.


„სწორი მოვლისა და გამოყენების პირობებში, ახალ მანქანებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხარჯები, გაზარდონ მოსავლის ხარისხი და სოფლის მეურნეობა უფრო პროდუქტიული და ხირისხიანი გახადონ“, – ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-EU პროექტის კოორდინატორი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.  


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: "აგროგარემო Tv"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up