ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

access_time2019-12-24 16:42:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში. საქართველოს აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, როგორც სათესლე, ისე სამეურნეო დანიშნულების კარტოფილი. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პერსპექტიული ჯიშები, დავნერგოთ წარმოების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების კარტოფილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიტანოთ ქართული პროდუქცია ექსპორტზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციისა და მეკარტოფილე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, პერუდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილის 30 ჯიშის გამოფენა-დეგუსტაცია და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შესახებ გადაღებული ფილმის „შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.



სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.




2017 წლიდან, მეკარტოფილეობის დარგის განვითარების მიზნით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა. შემუშავდა კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მეკარტოფილების დარგის განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო დააკამყოფილებს ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას და გახდება კარტოფილის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში.
სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელოები ფერმერებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის.





თეგები:
კარტოფილი



მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...


მსგავსი სიახლეები

up