ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, აგრობარათით სასოფლო-სამეურნეო  საქონელი და ხვნის მომსახურება მიიღონ

ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, აგრობარათით სასოფლო-სამეურნეო საქონელი და ხვნის მომსახურება მიიღონ

access_time2020-05-31 15:02:10

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისათვის აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარის რწმუნებულთან,  ირაკლი ქადაგიშვილთან  ერთად თელავის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

„ფერმერებს აქვთ  შესაძლებლობა, „სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“  სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლონ. სახელმწიფო ფერმერებისათვის ხვნის მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ახორციელებს, რაც, პანდემიით შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პროგრამის მონაწილეები დარიცხული ქულებისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციას  ვებგვედზე myliberty.ge იღებენ, შესაბამისად, ბარათების გაცემის პროცესი ორგანიზებულია და შეუფერხებლად მიმდინარეობს”, - აღნიშნა ილია თამარაშვილმა.

მხარის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ფერმერები  აქტიურად არიან ჩართული  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა და იმ სიკეთეებით სარგებლობა, რასაც პროგრამები ითვალისწინებს, განსაკუთრებით საჭიროა.

20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის  აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც.  ფერმერებს უკვე შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.


პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით.  1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37  მილიონ ლარს შეადგენს.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up