ფერმერები წელს თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან

ფერმერები წელს თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან

access_time2019-07-12 11:00:41


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე - 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.



საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.



„თხილის კულტურა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს, ფერმერებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრომ ინტენსიური ღონისძიებები განახორციელა, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი და, შესაბამისად, შემოსავალი გვქონოდა. ბოლო პერიოდში, დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი ღონისძიებები განვახორციელოთ, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.



როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანასთან კოორდინირებულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ეს არის მავნებლის გავრცელების მკვეთრად შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს და გაამარტივებს როგორც მოსავლის რეალიზებას, ასევე პროდუქციის მიკვლევადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს. ყურადღება გამახვილდა თხილის ფასზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია მოსავლის შენახვის პირობები იყოს დაცული.



შეხვედრაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ აღნიშნა, რომ ასოციაციის მთავარი ამოცანა თხილის მოსავლის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შედეგები პოზიტიურია, მნიშვნელოვანია ფერმერებმა ბოლომდე მიიყვანონ წამლობის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.



სათათბირო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.



თეგები:
თხილი



ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up