ფერი: ონში ჰესიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც

ფერი: ონში ჰესიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც

access_time2021-10-08 10:00:00

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ონში ჰესების კასკადის და ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ დეტალებს განმარტავს.



მისი ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც.



როგორც „ფერის“ დირექტორი განმარტავს, 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები.



„ონის კასკადის მემორანდუმში ჩანაცვლდა ეკონომიკური პირობები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ონის კასკადი არ აშენდება და ქარის ელექტროსადგური აშენდება. ორივე აშენდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელად, ცალ-ცალკე პროექტებია. უბრალოდ, ეკონომიკური ვალდებულების ნაწილი ჩაეხსნა სახელმწიფოს ონის კასკადიდან და გაცილებით გამარტივებული სახით მიება ქარის ელექტროსადგურს.



ანუ, ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც ჰქონდა ონის კასკადს სახელმწიფოს მიმართ, ეს ფინანსური ვალდებულება მოეხსნა და გადავიდა ქარის ელექტროსადგურზე, სახელმწიფოსთვის უფრო მომგებიანი პირობით,“ - აცხადებს იორდანიშვილი.



კითხვაზე, თუ რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ასეთი გარიგება/ჩანაცვლება, იორდანიშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ქარის ელექტროსადგურზე გაცემული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით პირობები გაიუმჯობესა, ინიციატივა კი ორივე მხრიდან მოდიოდა.



რაც შეეხება იმას, თუ რა ფინანსური ვალდებულება ჰქონდა ონის კასკადის მშენებელ კომპანიას სახელმწიფოსთან, იორდანიშვილი აცხადებს, რომ მემორანდუმის ცვლილებამდე დაგეგმილი იყო 2 ჰესის მშენებლობა. ონი 1-ის დადგმული სიმძლავრე 122.46 მეგავატი იყო და ონი 2-ის 83.7 მეგავატი. PPA ითვალისწინებდა პირველი ჰესის შემთხვევაში გარანტირებულ ტარიფს 20 წლის განმავლობაში, ტარიფი იქნებოდა 6.65 ცენტი, 3.5%-იანი ესკალაციით. მეორე ჰესის შემთხვევაში სახელმწიფო მთლიანი გამომუშავების 20% შეიძენდა - 1 კვტ.სთ-ს 6.65 ცენტად, 3.5%-იანი ესკალაციით.




ცვლილების შემდეგ, ონის კასკადის შემთხვევაში გარანტირებული ტარიფის მოთხოვნა მოიხსნა და ის ბაზრის თავისუფალი პრინციპით განისაზღვრება; ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში კი კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ცენტს.



კითხვაზე, მემორანდუმში შეტანილი ცვლილების შედეგად, ონის კასკადის შემთხვევაში, ინვესტორი კომპანია იღებს თუ არა ვალდებულებას წლიური სრული გამომუშავება სრულად საქართველოს ელექტრო ქსელს მიაწოდოს, იორდანიშვილი აცხადებს, თუ საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი იქნება, სისტემა მას გარეთ არ გაუშვებს.



“ღმერთმა ქნას, რომ გასატანი გვქონდეს გაცილებით მეტი, ვიდრე შემოსატანი,“ - აცხადებს იორდანიშვილი.



რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურს, „ფერის“ დირექტორი აცხადებს, რომ განიხილება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა, იმერეთი, ქართლი, ჯავახეთი. ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციების კვლევა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კომპანია დაახლოებით 1 წელიწადში მიიღებს.



ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა.



იორდანიშვილის ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადზე კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის.



მისი თქმით, კომპანია სამშენებლო ნებართვის მიღებას უკვე თვეებია ელოდება, რომლის შემდეგაც ონში ჰესების მშენებლობას დაიწყებს. კომპანია „ფერს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნა უკვე მიღებული აქვს.



მისი განცხადებით, კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია.



კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. საწყის ეტაპზე ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, შემდეგ მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.



პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია.



business-partner.ge




თეგები:
ფერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up