ფერადი ბოსტნეულის ბიომეურნეობა შემოდგომიდან ბაზარზე ახალ სერვისს დანერგავს

ფერადი ბოსტნეულის ბიომეურნეობა შემოდგომიდან ბაზარზე ახალ სერვისს დანერგავს

access_time2022-01-28 12:00:35

შემოდგომიდან  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალი კაფე გაიხსნება, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდება. ინიციატივის ავტორი ბიომეწარმე ნიკა ბაგალიშვილია, რომელიც წნორში ბიომეურნეობა „სამყურას“ ფლობს და ძირითადად ბიოლოგიურად სუფთა ფერად ბოსტნეულს აწარმოებს, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იშვიათად გვხვდება.


იასამნისფერი კარტოფილი, შავი და იასამნისფერი სტაფილო, შავი პომიდორი და სხვა მრავალფეროვან ბოსტნეულს ნიკა ბაგალიშვილი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ჰყიდის. მისი პროდუქტი დედაქალაქში ხილბოსტნეულის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება.


როგორც მეწარმე ამბობს, ზოგადად ბიოწარმოების ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა ფერადი ბოსტნეულის წარმოება ამ მხრივ  გამონაკლისია და შეიძლება სულ რამდენიმე ფერმერია, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული.

 

,,ვაწარმოებთ თითქმის ყველა სახის ბოსტნეულს, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი, იმიტომ, რომ ნატურალური პროდუქტია, ამასთან გამოირჩევა ვიზუალითაც - ფერადი და ხარისხიანია, რის გამოც სოციალური ქსელის კვალობაზე, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამასთან, თბილისის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება, თუმცა მთელი პროდუქციის 90%-ს ონლაინ ვყიდით.  ნიშა განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ფერადი ბოსტნეულის წარმოებას რეალურად ძალიან მცირე მეწარმე მისდევს. შეიძლება ითქვას, ბაზარზე არც არის კონკურენცია, თუმცა პოტენციალი დიდია და დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ბევრ ფერმერს აქვს ამ ტიპის წარმოების შესაძლებლობა, თუკი ამისთვის ფინანსური რესურსი ექნება.

 ბიომეურნეობა დაახლოებით 3 წლის წინ დავაფუძნე. 1.5 ჰექტარი მიწა ყველანაირ ბოსტნეულს, მათ შორის დეკორატიულ წიწაკებსა და მზესუმზირებს, შავ პომიდორს, იასამნისფერ კარტოფილს აერთიანებს. მიმაჩნია, რომ დღეს, თუნდაც ამ პანდემიის გამო, ჯანსაღი კვება აუცილებელია, თან ასეთი ბიოპროდუქტი დეფიციტია და ამის გამოც ღირს ამ საქმის დაწყება“, - ამბობს ნიკა ბაგალიშვილი ,,კომერსანტთან“.


„სამყურა“ ბოსტნეულის გარდა, ბიოზეთსა და ბაბუაწვერას მურაბას აწარმოებს, რომელთა რეალიზებას ჯანსაღ ბიობოსტნეულთან ერთად ფეისბუქ-გვერდზე ახდენს.





აგროწარმოების პარალელურად აგრომეწარმე ტურიზმშიც მოსინჯავს ძალებს, შემოდგომიდან ახალი კაფე გაიხსნება, რომელიც მთლიანად ,,სამყურას“ ბიოპროდუქტით მომარაგდება.


მთავარი პრობლემა, რასაც ახალგაზრდა ფერმერი აწყდება, ფინანსურ რესურსზე ძნელად ხელმისაწვდომობაა, რაც ბევრ ადამიანს წარმოების გაფართოებაში ხელს უშლის.


„შემოდგომისთვის კაფე მზად იქნება. გვექნება ასევე სათბური, რაც საშუალებას მომცემს,  ჩემი პროდუქცია ყველა სეზონზე  უწყვეტად ვაწარმოო. კაფეში მოსულ სტუმრებს ,,სამყურას“  ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს შევთავაზებთ.  დღესდღეობით ფერმერისთვის ფინანსებზე წვდომა დიდი დაბრკოლებაა.  აუცილებელია ტექნიკური პროგრესი, რაც დამოუკიდებლად ძნელად მიიღწევა. ეს ფაქტორი რომ არ გვიშლიდეს ხელს, დღეს ბიომეურნეობა განვითარების სხვა სიმაღლეზე იქნებოდა საქართველოში. რამდენიმეჯერ მივმართე შესაბამის სტრუქტურებს დაფინანსებაზე, თუმცა დახმარება მივიღე ერთხელ წვეთოვანი სისტემის მონტაჟთან დაკავშირებით. რაც სამეწარმე მიმართულებას შეეხება, არ დამიფინანსდა, მიზიზი არ მიკვლევია და არ ვიცი, რატომ არ მომეცა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წარმოების გაზრდის შესაძლებლობა, რის  საფუძველიც რეალურად გამაჩნია“, - ამბობს ახალგაზრდა ბიომეწარმე“, - ამბობს ახალგაზრდა ბიომეწარმე.


რაც შეეხება ინვესტიციას, ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, სათბურის მშენებლობას 25 000, ხოლო კაფეს 10 000 ლარი მოხმარდება. 


როგორც ნიკა ბაგალიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ინვესტიციით წარმოების 30%-ით გაზრდის შესაძლებლობა ექნება.


მარი ჩიტაია






TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up