“ფელამუშიტო“  - აგვისტოში ახალი ქართული დესერტების ბარი იხსნება

“ფელამუშიტო“ - აგვისტოში ახალი ქართული დესერტების ბარი იხსნება

access_time2020-07-24 14:20:26

ქართულ სარესტორნო ბაზარზე ახალი ბრენდი „ფელამუშიტო“ გამოჩნდა, რომელიც თბილისში ქართული კულინარიული ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ქართული დესერტების ბარს ხსნის.


კაფე-ბარი „ფელამუშიტო“ თბილისში, აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება და მისული სტუმრები ძველი ქართული დესერტების მოდერნიზებული ვერსიების დაგემოვნებას შეძლებენ.


„კომერსანტთან“ საუბრისას „ფელამუშიტოს“ დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა ნინო გოგალაძემ აღნიშნა, რომ  ბრენდის მთავარი პროდუქტი ცხელი ფელამუშია, ხოლო მისი სხვადასხვა ვარიაციები კვების ტექნოლოგების დახმარებით შეიქმნა.


 „ გადავწყვიტე ისეთი ახალი დესერტი შემექმნა, რომელიც განსხვავებული და ინოვაციური იქნებოდა. თავიდანვე გათვლილი მქონდა, რომ ეს ბიზნესად მექცია. ქართული ტრადიციული სამზარეულო ზოგადად მდიდარია დესერტებით. გადავწყვიტე ამეღო ძველი ქართული დესერტები და სხვადასხვა არომატების დამატებით ახალი სიცოცხლე შემეძინა მისთვის. გამომდინარე იქედან, რომ კულინარიისგან ცოტა შორს ვარ, კვების ტექნოლოგი მჭირდებოდა. გამაცნეს სალომე გიგაშვილი, რომელიც ამჟამად ჩემი პარტნიორია და ვთხოვე ჩემი იდეა განეხორციელებინა. „ - აღნიშნავს ნინო გოგალაძე


გლინტვეინის პუდინგი და ფელამუში, ფელამუშიტო მექსიკური ჩიას პუდინგით, გოზინაყიტო   სხვადასხვა არომატების დესერტების მომხმარებლისთვის მიწოდება სპეციალურად „ფელამუშიტოსთვის“ შექმნილი აპარატით მოხდება.



 „ფელამუშის მოყვარულებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ სადმე ახალი გაკეთებული ცხელი ფელამუში დააგემოვნონ. მინდოდა შეგვექმნა აპარატი, სადაც მუდმივად თბილ მდგომარეობაში იქნებოდა პროდუქტი ისე, რომ არ დაეკარგა კონსისტენცია. დიდი სირთულეების მიუხედავად ფიზიკოსებისა და ტექნოლოგების დახმარებით თურქეთში სპეციალურად „ფელამუშიტოსთვის“ შევქმენით აპარატი, რომლის მეშვეობითაც ცხელი ფელამუშის მოყვარულებს მუდმივად თბილ მდგომარეობაში დახვდებათ საყვარელი დესერტი.“ - განმარტავს იდეის ავტორი. 



გარდა ტექნოლოგიური სირთულეებისა, ახლადშექმნილ სტარტაპზე პანდემიამაც იმოქმედა, რადგან ბარის გახსნა შედარებით ადრე იგეგმებოდა. 


 „ჩვენი პროდუქტის აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, მინდოდა ყველას დაეგემოვნებინა. შესაბამისად გადავწყვიტე ის ფასი დამეტოვებინა, რაც თავიდანვე გათვალისწინებული იყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.


 ჩემი იდეაფიქსი სწორედ ის არის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ქართული დესერტები და საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. ასევე საქართველოს მასშტაბითაც ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება. გარდა ამისა „ფელამუშიტოში“ მხოლოდ ფელამუში არ არის. ჩვენ ზოგადად ძველი ქართული ტრადიციული დესერტების მოდერნიზებას ვაკეთებთ. გვაქვს ასევე „გოზინაყიტო“, რომელიც სრულიად განსხვავებული გემოთია წარმოდგენილი.“ - განაცხადა ნინო გოგალაძემ.


ამ ეტაპზე კომპანიაში 9 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოება და საქართველოს მასშტაბით ახალი ფილიალების დამატება იგეგმება. ამასთან, ფელამუშის დესერტების საზღვარგარეთ გატანაც იგეგმება.

 

ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up