ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

access_time2020-08-07 12:20:36

საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება.


ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული, სადღეისოდ კი - 360-400 ჰა-ზეა განთავსებული. ეს ხილი ძირითადად დასავლეთ საქართველოს ნესტიან კლიმატში ხარობს, თუმცა, კახეთში და ქვემო ქართლშიც შეგხვდებათ.


ზოგადად, ფეიხოას სამრეწველო პლანტაციების ბევრი არაა - ძირითადად საქართველოში ის საკარმიდამო ნაკვეთებზე მოჰყავთ. მაგრამ უკვე დღეს სამეგრელოში პირველი მსხვილი ფერმებიც გამოჩნდა, რომლებიც მეტწილად შავი ზღვის სანაპიროზეა, რადგანაც ის სიცივეს ვერ იტანს და -10 გრადუსზე ნადგურდება.



ფეიხოას კარგი პერსპექტივა ორგანული პროდუქტების სეგმენტშიც აქვს. იმის გამო, რომ ამ მცენარეს ბევრი მავნებელი არ ეკარება, მისი მოყვანა ყოველგვარი ქიმიის გარეშე, ორგანული მეთოდებითაა შესაძლებელი. ეს კი მის ფასეულობას საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად ზრდის.


ბოლო პერიოდში საქართველოში ფეიხოას წარმოება აქტიურად იზრდება. ასევე მატულობს ექსპორტიც, კერძოდ 2019 წელს ქართული ფეიხოას გასაღების ძირითადი ბაზარი უკრაინა იყო, სადაც 235 ტონა გაიგზავნა, მთლიანობაში კი ქართული ფეიხოას ექსპორტმა 400 ტონას მიაღწია. მსხვილი იმპორტიორია ასევე სომხეთიც.


საგულისხმოა, რომ დღეს მსოფლიოში ფეიხოას კომერციული მიზნით მოყვანა შედარებით ახალი მოვლენაა. ამჟამად მისი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი ახალი ზელანდიაა, ასევე ის დიდი რაოდენობით ავსტრალიაში, შტატებში, იტალიაში და პორტუგალიაში იწარმოება.


თუ საქართველოში ამ პროდუქტის შენახვის ტექნოლოგია სათანადო დონეზე დამუშავდება, აქაური ფეიხოას ექსპორტი ევროკავშირშიც შესაძლებელი იქნება. ბაზრის ანალიზი ფეიხოაზე მოთხოვნის ზრდაზე მეტყველებს, განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში. ამიტომაც სასურველია ქართველმა ფერმერებმა ამ კულტურის მოყვანას ხელი სერიოზულად მოჰკიდონ. წარმოების ზრდის, ხარისხის გაუმჯობესების და შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის სათანადო განვითარების შემთხვევაში, ფეიხოა შესაძლოა გახდეს ახალი და პერსპექტიული საექსპორტო მიმართულება.


წყარო east-fruit.com 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ფეიხოა



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up