FACEBOOK-ი 32 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

FACEBOOK-ი 32 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

access_time2020-08-06 23:55:37

ფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დღეიდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ, აუცილებელი იქნება, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია,ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).


2019 წლის ივნისში, ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, ვინ არის პასუხისმგებელი (Paid for by). ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მონაცემები (რეკლამა, პასუხისმგებელი პირი/ორგანიზაცია) ე.წ. სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლით. ფეისბუქი ამ პროცედურას სავალდებულოს ხდის საქართველოშიც.


ვის ეხება ეს?


რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.


ეს ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, ან პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კომიტეტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ/სახელით/შესახებ, იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ან მის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახურში. ასევე, რეკლამა ეხებანებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას „ხმა მიეცი“, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.


ავტორიზაციის გავლა



მომხმარებელი, რომელიც გეგმავს საარჩევნო, ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას საქართველოში, ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი ვინაობა პირადობის მოწმობით. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის მიერ, სადაც მომხმარებელი რეკლამის განთავსებას გეგმავს.


გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებელი ვალდებულია, მიუთითოს, ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე (Paid for by). მას შეუძლია, პასუხისმგებლის სახით მიუთითოს საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს, ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს.
თუ მომხმარებელი პასუხისმგებლის სახით უთითებს ორგანიზაციას, ან გვერდს, აუცილებელია, წარადგინოს დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ: ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და ვებ-გვერდი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს განმთავსებლების პასუხისმგებლობას იმ რეკლამებზე, რომლებსაც ისინი ფეისბუქსა და ინსტაგრამში გამოაქვეყნებენ.
შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლებს ავტორიზაციის გავლისთვის რამდენიმე დღე დასჭირდეთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ისინი ამ პროცესს მალევე დაიწყებენ.


სარეკლამო ბიბლიოთეკა და API


რეკლამისავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და ამ რეკლამაზე პასუხისმგებელი პირის/ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ. შედეგად, საზოგადოებას ექნება საშუალება, ნებისმიერი რეკლამის შესახებ მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ნახვის რაოდენობა, დახარჯული თანხის ოდენობა, დემოგრაფიული მონაცემები (რეკლამის მნახველების ასაკი, სქესი, ადგილ-მდებარეობა).


იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაცული იყოს, ფეისბუქი მკვლევარებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რათა შესაძლებელი იყოს პოლიტიკური რეკლამის შესწავლა და გაანალიზება. დღეიდან, Ad Library API-ს საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება.


გარდა ამისა, ფეისბუქი წარადგენს სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშსაც (Ad Library Report), რომელშიც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი მიგნებები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა, მაგალითად, რეკლამების ჯამური რაოდენობა და ხარჯები. შესაძლებელი იქნება, ანგარიშის ფაილის სახით ჩამოწერაც.

თეგები:
ფეისბუქი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up