შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში, ხურვალეთსა და ოძისში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში, ხურვალეთსა და ოძისში იმყოფებოდა

access_time2020-09-02 19:00:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში, ხურვალეთსა და ოძისში იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.


სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლებში ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. ოჯახებს მიეწოდათ ინფორმაცია სამთავრობო უწყებების ინტენსიური სამუშაო პროცესის შესახებ, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით.



„საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას დღეს გავეცანი სოფელ გუგუთიანტკარში, ხურვალეთსა და ოძისში, სადაც ასევე შეხვედრა გავმართე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებთანაც ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე და საჭიროებებზე. ასევე ვესტუმრეთ უკანონოდ გატაცებული ჩვენი მოქალაქეების ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს, რომლებსაც პირადად გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული და მიმდინარე ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.




დღეს ოძისიდან მსურს ასევე გამოვეხმაურო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. უკვე ერთი წელი სრულდება, რაც ჩაკეტილია ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, რაც გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს მოსახლეობას, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე პანდემია. მე კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რათა ჩვენთან ერთად გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული შესაძლებლობა, რათა დასრულდეს ეს რეჟიმი და ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული ცხოვრების და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საშუალება“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.









საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up