4 ოქტომბერს უმსხვილესი სოციალური ქსელის მწყობრიდან გამოსვლამ ფეისბუქის აქციების ფასი ნიუ–იორკის ბირჟაზე 5,7%–ით დააგდო, რაც ნიშნავს, რომ მისი მფლობელის მარკ ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $7 მლრდ–ით შემცირდა – $115,8 მლრდ–მდე.
ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფის XIAN HUGHJANUS მიერ.
„ჩვენ ვმუშაობთ FBI-სთან. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს მესამე ონლაინ შემოტევაა ჩინეთიდან. ჩვენი მომხმარებლის ინფორმაცია გვეკუთვნის ჩვენ და არა ჩინეთს“, - განაცხადა ფეისბუკის წარმომადგენელმა შერილ სენდბერგმა.
ფეისბუქმა გლობალურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.
„ვიცით, რომ შეფერხება არსებობს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებაში.