სოციალური პლატფორმა FEEDC - ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით FEEDC - ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში FEEDC - ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება FEEDC - ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.
ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც FEEDC - ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით FEEDC - ი გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, ( Content Sharing Platform ) სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.
ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე , რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.
ნიკოზე FEEDC -ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო, და არის მომავალის ადამიანი.