„FDI-ის კლება უცხოელ ინვესტორებს ყვითელ შუქს აუნთებს“

„FDI-ის კლება უცხოელ ინვესტორებს ყვითელ შუქს აუნთებს“

access_time2018-06-14 10:00:35

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის პირველ კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 32.9%-ით ნაკლებია.

 

მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ 2014 წლიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი კვარტლის ასეთი დაბალი დინამიკა საქართველოში არ ყოფილა.

 

მიმდინაერ კვირაში თემა საკამოდ აქტუალულრი და განხილვადი აღმოჩნდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა FDI-ის შემცირებულმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო უწყებებში, ბიზნეს სექტორებსა და ექსპერტებს შორის განსხვავებული სახის მოსაზრებები გამოიწვია.

 

სანამ ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდეობა სრულ წლიურ ჭრილში დაითვლება შესაძლოა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული FDI-ის შემცირებული მაჩვენებლები უცხოელი ბიზნესმენებისთვის ინვესტიციების განხორციელებისთვის  დამაფიქრებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ით შემცირებასთან დაკავშირებით საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მიიჩნევს, რომ მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სახის პროექტებმა გამოიწვია.

 

მისი განმარტებით, საანგარიში პერიოდში FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). 

 


სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით საქასტატის მონაცემში უცხოელი ინვესტორებისთვის ყვითელ ნიშანს ხედავს ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე.


„როდესაც უცხოური ინვესტიციები მცირდება ეს შესაძლოა სხვა ინვესტორებისათვის ყვითელი ფერის გაფრთხილება იყოს. ისინი გაცილებით მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას,“ - განაცხადა არჩვაძემ.

 

რაც შეეხება უშუალოდ მონაცემს არჩვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო 16 კვარტლის, ანუ ფაქტობრივად 4 წლის მანძილზე, აღნიშნული მონაცემი 2014 წლის მეორე კვარტლის შემდგომ ყველაზე დაბალია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული დაფიქრებისა და განსჯის საფუძველს იძლევა.

 

„ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მესაკუკთრეთა ცვლილება მოხდა და ის კაპიტალი რომლის ინვესტირებასაც უცხოელები ახორციელებდნენ ადგილობრივი რეზიდენტების ხელში გადავიდა,“ - განმარტავს ეკონომიკის დოქტორი.

 

FDI-ის შემცირებულ მაჩვენებელს „კომერსანტთან“ უცხოელი ინვესტორები უარყოფით ჭრილში არა, თუმცა არც დადებითად აფასებენ.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, რომ ინვესტორებზე ზრუნვა ეს არანაკლებ მნიშვენლოვანი პარამეტრია, ვიდრე ინვესტიციების მოზიდვა.

 

„იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს ამ სფეროში მუშაობა აუცილებელია. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც საუბრობენ სხვა ენაზე და ყოველი ცვლილება და მერყევი სიტუაცია ქვეყანაში ინვესტორებზე მოქმედებს.

წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში ჩადიხართ და იქ სულ სხვა ენაზე საუბრობენ ეს ძალიან რთულია,“ - აღნიშნა იციკ მოშემ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 






მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up