აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის 65 წლიდან ასაკის პირებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამაძლიერებელი დოზა მძიმე ფორმით დაავადების ან დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს უნდა მიეცეს.
გამაძლიერებელი დოზის მიღება მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს.
Moderna-ს ვაქცინის შესახებ არსებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.
23 სექტემბერს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.
imedinews.ge