FBI-მ iPhone-ში შეღწევის ხერხს მიაგნო

FBI-მ iPhone-ში შეღწევის ხერხს მიაგნო

person access_time2016-03-25 16:25:42

თუკი FBI კალიფორნიაში, სან ბერნანდინოში მომხდარი ტერაქტის დამნაშავის iPhone-ის განბლოკვას მოახერხებს, არსებობს მცირე ალბათობა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო იძულებული გახდება, განუცხადოს Apple-ს, თუ როგორ მოახერხა ეს. 2010 წელს ობამას ადმინისტრაციამ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი კიბერთავდაცვის წესი შეიმუშავა. აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინ, როდესაც მთავრობა გადაუჭრელ საკითხს წააწყდება, რომლის წინაშეც არასოდეს ყოფილა. ასეთ შემთხვევაში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, საიდუმლო სამსახურისა და სხვა სააგენტოების წარმომადგენლები პრობლემის გადასაჭრელად პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხვდებიან.

 

აღნიშნული წესის ლოგიკა საკმაოდ მარტივია. ამერიკის მთავრობა შეეცდება იპოვოს ის „ხვრელები,“ რომლებიც iPhone-ის განბლოკვაში დაეხმარება. ამასთან, ჯაშუშობის საფრთხის თავიდან ასარიდებლად, განბლოკვის ხერხს აშშ-ს მთავრობა სავარაუდოდ გაანადგურებს, რადგან აღნიშნული შესაძლოა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. რაც შეეხება სან ბერნანდინოს საკითხს, FBI-ის განცხადებით, მისმა აგენტებმა მესამე მხარისგან მიიღეს ინსტრუქცია, რომლის დახმარებით ტერორისტის iPhone 5C შესაძლოა განიბლოკოს. ზემოთაღნიშნული კიბერთავდაცვის წესის მიხედვით, თეთრ სახლში შეხვედრა უკვე დროა, გაიმართოს. „ყოველი მსგავსი საკითხი ამ გზით უნდა მოგვარდეს,“ – განაცხადა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.


 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ FBI ამასთან დაკავშირებით Apple-თან ისაუბრებს. სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები და უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, ინფორმაციის გამჟღავნებას არ ისურვებენ. “ჩვენ მეტი გამჭვირვალე პროცესები გვჭირდება,“ – განაცხადა აღნიშნულ საქმეში ჩართულმა ადვოკატმა, ენდრიუ კროკერმა. თუმცა ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ, გაამჟღავნებს თუ არა ინფორმაციას FBI.



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up