FBI-მ iPhone-ში შეღწევა მოახერხა - Apple-მა ეს ფაქტი „საშიშ პრეცედენტად“ შეაფასა

FBI-მ iPhone-ში შეღწევა მოახერხა - Apple-მა ეს ფაქტი „საშიშ პრეცედენტად“ შეაფასა

person access_time2016-03-29 15:27:02

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, FBI-მ კალიფორნიაში, სან ბერნანდინოში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მთავარი მონაწილის iPhone-ში შეღწევა მოახერხა. საიდ ფარუკის ტელეფონის განბლოკვა „მესამე მხარემ“ შეძლო, რომლის ვინაობასაც FBI არ ასაჯაროებს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა მონაცემები ინახებოდა ტელეფონში.

 

„FBI-მ წარმატებით მოიპოვა ტელეფონში არსებული მონაცემები და მას Apple-ის დახმარება აღარ სჭირდება,“ - განაცხადა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მელანი ნიუმანმა. ტერორისტული აქტი 2015 წლის დეკემბერში მოხდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. ფარუკი ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა.

 


პრობლემაა ის, რომ ტერორისტის კუთვნილ iPhone-ზე პაროლის არასწორად 10-ჯერ შეყვანის შემთხვევაში ყველა მონაცემი ავტომატურად წაიშლებოდა და სწორედ ამიტომ, FBI-მ Apple-ს მიმართა თხოვნით, ეთანამშრომლა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან. თუმცა ამასთან დაკავშირებით Apple-მა უარი განაცხადა. კომპანიის განცხადებით, FBI-სთან თანამშრომლობა, რაც ავტომატურად წაშლის ფუნქციის გამორთვასა და ტელეფონზე სხვა სისტემის ზემოქმედების დაშვებას გულისხმობდა, Apple-ის მომხმარებლის უფლებებს არღვევდა. ის ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტრომ Apple-ის დახმარების გარეშე შეძლო iPhone-ში შეღწევა, ტექნოლოგიური გიგანტისათვის თავისთავად უარყოფითი სიახლეა: როგორც ჩანს, ტელეფონის უსაფრთხოების ტექნოლოგია ისეთ სიმაღლეზე არ დგას, როგორი შეხედულებაც ადრე არსებობდა.

 

Apple-ის საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ FBI-ს iPhone-ში შეღწევა საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს: „Apple-ს მყარად სჯერა, რომ ადამიანები აშშ-სა და ნებისმიერ ქვეყანაში საჭიროებენ მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. ადამიანები და ქვეყნები რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.“ მიუხედავად ამისა, კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს პოლიციასთან სხვა საგამოძიებო პროცესებში. სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა CNNMoney-ს ანონიმურად გაუმხილა, რომ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ტერორისტის iPhone-ის განბლოკვა, არ გამჟღავნდება. ასევე კონფიდენციალურია, თუ ვინ დაეხმარა FBI-ს ტელეფონში შეღწევაში. თუმცა მან დაადასტურა, რომ FBI-ს მხოლოდ iOS 9 ოპერაციული სისტემის მქონე iPhone 5C-ში შეღწევა შეუძლია. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ჩვეულებისამებრ, ამგვარ სიტუაციებში FBI-მ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად უმაღლესი დონის შეხვედრა უნდა გამართოს, რადგან FBI-ს მიერ გამოყენებული მეთოდი შესაძლოა სხვა მხარემ ამერიკელი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს.



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა

ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა
access_time2021-10-24 20:30:17
ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან $24 მილიონის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი...


მსგავსი სიახლეები

up