ფავორიტები სახელმწიფო აუქციონებში – ვინ არის შაორის ახალი ინვესტორი?!

ფავორიტები სახელმწიფო აუქციონებში – ვინ არის შაორის ახალი ინვესტორი?!

access_time2021-06-11 10:00:14

სახელმწიფო აუქციონები და მათი „საინტერესო“ და ხმაურიანი შედეგები „კომერსანტის“ ყურადღების ცენტრში კვლავაც აღმოჩნდა. ამჯერად საუბარია შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის აუქციონზე გაყიდვაზე, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტში განხორციელდა.


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება  ბიზნესს“ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი იყო 109 ობიექტი. შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია ფართობით 29 693 კვ მეტრი, რომლის საწყისი ფასიც 1,188 მლნ ლარი იყო, აუქციონის მეშვეობით ბიზნესმენ ნოდარ საბანაძის კომპანია „ქეის თაუნმა“ 1,193 მლნ ლარად შეიძინა. გეგმის მიხედვით, სასტუმრო კომპლექსის აშენება და ადგილობრივების დასაქმებაა გათვალისწინებული. ეს რაჭის ტურისტულ–რეკრეაციული კომპლექსის მოწყობის გეგმის განხორციელებისთვის, წლების შემდეგ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა..


საინტერესოა ის, რომ ეს კომპანია და მასთან დაახლოებული პირები ფაქტობრივად ყველა აუქციონზე განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ და ზოგჯერ არც თუ ისე სახარბიელო შედეგებით ასრულებენ საქმიანობას:


- საქართველოში ყველას ახსოვს გასულ წელს მომხდარი ე.წ. პირბადეების სკანდალი - კომპანია „ემ ჯი ემტექნიკსი“, რომელსაც სახელმწიფომ დოლბანდის პირბადეების შეკერვა დაავალა, 40%- ით სწორედ ზემოთხსენებულ ბიზნესმენს, ნოდარ საბანაძეს ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ პირბადეების სკანდალის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა.


მალევე, 2020 წლის ივნისში კომპანია „ემჯიემტექნიკსი“ გაკოტრდა. მანამდე კი, 2019 წლის დასაწყისში ქართული კომპანია „ემჯიემტექსი“ H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) იყიდებოდა.

 

- სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მარტში ხელშეკრულება გააფორმა შპს „მზიურთან“, რომლის ერთ–ერთი ბიზნეს-პარტნიორიცაა სწორედ ხსენებული „ქეის თაუნის“ დამფუძნებელი.


სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, ააიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა არაუმეტეს 5,000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონის ნაწარმისა და 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ჯამურად შესყიდვების სააგენტოსგან 16 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მოითხოვა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში 2 ხელშეკრულება გაფორმდა.



ამ ორიდან ერთერთი კომპანიის - „მზიურის“ 100%იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც მრავალ კომპანიაში ფლობს წილს. ახვლედიანის ბიზნეს პარტნიორია ნოდარ საბანაძე, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია. 


მაშინ IDFI-მ გაავრცელა კვლევა, რომლის მიხედვითაც დაიდო დასკვნა, რომ მთავრობა საკვები პროდუქტს სოციალური დახმარებისთვის მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისგან ყიდულობს.


- 2017 წელს, კახა კალაძის არჩევიდან მესამე დღეს, ქავთარაძის ქუჩაზე მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ათეულობით ხის მოჭრაც სწორედ საბანაძისა და მისი გარემოცვის სახელთანაა დაკავშირებული.


17 776 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა იგეგმებოდა, კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” საკუთრებაა. ოფშორული კომპანიის საკუთრებაში არსებული “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” დირექტორი ლევან მესხელია. ლევან მესხელი ამავე დროს კომპანია “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” დირექტორიცაა. 2015 წელს “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ლევან მესხელმა და კახა კალაძემ მოაწერეს ხელი, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი ჰესის კასკადი უნდა აშენებულიყო.


აღსანიშნავია, რომ ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიის” 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ საბანაძე იყო. თუმცა 2018 წლიდან კომპანიის სახელთან აღარაა დაკავშირებული.  საბანაძე და ლევან მესხელი კიდევ ერთ კომპანიასთან – “ფშავი ჰიდროსთან” არიან დაკავშირებული.


- ასევე, ნოდარ საბანაძის კომპანია „გრინვილი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოს’ პროგრამაში ჩაერთო და მათი მხარდაჭერით კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოება დაიწყო.


- 2014 წლიდან „ფშავი ჰიდრო“ ნოდარ საბანაძის საკუთრებაში ფიქსირდებოდა, შემდგომში კომპანია რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელის რაული ქურდაძის საკუთრებაში გადავიდა,  რომელმაც „სკურდიდი ჰესი“ ააშენა.  რაულ ქურდაძემ კომპანიის 75% 2015 წლის 20 იანვარს ნოდარ საბანაძისგან 750 ლარად შეიძინა. საქართველოს მთავრობამ შპს “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი 2014 წლის 19 ივნისს გააფორმა.


ბოლოს კი, რამდენიმე თვის წინ კი ახალი სახელით დაფუძნებულმა კომპანიამ, დასაწყისში ნახსენებმა „ქეის თაუნმა“,  მორიგ აუქციონზე კვლავ წარმატებას მიაღწია და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 193 000 ლარად შეიძინა.


როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და შეიქმნება თუ არა სამუშაო ადგილები რაჭის მოსახლეობისთვის, ამ კითხვებით „კომერსანტი“ „ქეის თაუნის“ დამფუძნებელს დაუკავშირდა, ნოდარ საბანაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს და 3 კვირაში არქიტექტორების კონკურსის გამოცხადება იგეგმება.


 „კონცეფციაზე ვმუშაობთ ამჟამად, ვაპირებთ რომ გამოვაცხადოთ კონკურსი არქიტექტორებისთვის, შევარჩიოთ მიმზიდველი დიზაინი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის იდეა, რომ კონკრეტული ბრენდი შემოვიყვანოთ. ვაკეთებთ 100 -120  ნომრიან სასტუმროს ტბის სანაპიროზე, პირობების მიხედვით 80 ნომრიან სასტუმროზე მეტი უნდა იყოს. რაც შეეხება ინვესტიციას, დაახლოებით 6 მილიონ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზეა საუბარი,“ - ამბობს ბიზნესმენი.  

 

კომერსანტი


თეგები:
შაორი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up