ფატმა ჯერენ იაზგანი - ახლა ვამზადებთ უფრო მეტ ტვირთებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის, რომელიც საბედნიეროდ არსებობს

ფატმა ჯერენ იაზგანი - ახლა ვამზადებთ უფრო მეტ ტვირთებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის, რომელიც საბედნიეროდ არსებობს

access_time2020-03-31 22:45:03

ახლა ვამზადებთ უფრო მეტ ტვირთებს სარკინიგზო მარშრუტისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისთვის, რომელიც საბედნიეროდ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზას უფრო მეტი დატვირთვით გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

„განვიხილავთ, როგორ არის შესაძლებელი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება ისე, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს. ასევე ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ერთობლივი ბიზნესი, ინვესტიციები არ დაზარალდეს ამ კრიზისის შედეგად“, – აღნიშნა ელჩმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც ამ კრიზისიდან ფულის გაკეთებას ცდილობენ.

 


„ჩვენი ორივე ქვეყნის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ მიიღოს იმაზე მეტი სარგებელი, რაც კანონიერად არის დასაშვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარბე უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ელჩმა.

 

როგორც ელჩმა აღნიშნა, ორმა მსხვილმა თურქულმა კომპანიამ 700 ათას ლარზე მეტი შეიტანა ფონდში. თურქმა ინვესტორმა ნატახტარში წამოიწყო კამპანია, რომელიც მიმართულია დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად.

 

„თურქული კომპანიების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ცხოვრობენ, საქმიანობენ, მუშაობენ საქართველოში იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ამას თურქეთში აკეთებენ. ამიტომ ისინი ჩართული არიან ადგილობრივ ზომებში და საკუთარი წვლილი შეაქვთ. ორმა მსხვილმა თურქულმა კომპანიამ 700 ათას ლარზე მეტი შეიტანა ფონდში. თურქმა ინვესტორმა ნატახტარში წამოიწყო კამპანია, რომელიც მიმართულია დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ასე რომ, ამგვარი სოლიდარობის კამპანიები დაწყებულია. ჩვენ წვლილს შევიტანთ მუნიციპალიტეტების დახმარების პროგრამებში იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასე რომ, ეს არის საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი სამეზობლო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტრანსპორტი მუშაობდეს. ბათუმის და ფოთის პორტები მუშაობას განაგრძობენ, სარფის, წითელი ხიდის გადასასვლელები მუშაობს. სხვათა შორის, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მისვლას ვგეგმავ, რათა ვნახო თურქული სატვირთო მანქანები და პირადად მოვუსმინო მძღოლებს. შესაძლოა, ეს ხვალ გავაკეთო. ჩვენ ვიქნებით ყველგან ადგილზე, მოვუსმენთ ყველას,  თუმცა არ გვსურს, რომ ვინმემ გადაჭარბებული რისკი გასწიოს, რადგან უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე ფოკუსირება. ვირუსული ინფექცია „კოვიდ-19“ სავარაუდოდ უმრავლესობას შეხვდება და უმრავლესობა ვერც იგრძნობს მწვავე სიმპტომებს, თუმცა თითოეული ცხოვრება ძვირფასია“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

1tv.ge


თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up