ფასნამატი ფარმაცევტულ ბაზარზე - რა ხდება სინამდვილეში?

ფასნამატი ფარმაცევტულ ბაზარზე - რა ხდება სინამდვილეში?

access_time2021-11-13 12:00:11

ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში,  შესაძლოა ითქვას ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ საქმიანობას წარმოადგენს. ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ განვითარების დიდი გზა განვლო, ამჟამად ამ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები, შპს ჯი–ემ–პი, შპს ავერსი–ფარმა, შპს პსპ ფარმა და შპს გლობალფარმი, საქართველოს ტოპ–100 ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე არიან. ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა, ესენია:PSP; ავერსი; ჯი–პი–სი და იმპექსი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ფარმაცევტულ ბაზარზე  ბევრი პატარა აფთიაქია, თუმცა მათი წილი სექტორში საკმაოდ მცირეა და, შესაბამისად, ისინი  ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდს ნამდვილად ვერ ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი  საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, ბაზრის დაახლოებით 75%–80%  ძირითადად ოთხი მსხვილი მოთამაშის მიერ არის ათვისებული, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ოლიგოპოლიური ბაზრის ჩამოყალიბების რისკი. კითხვაზე, არის თუ არა ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიური და ეს რამდენად აისახება პროდუქციის ფასებზე, პასუხი კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა 2019 წელს დაიწყო და  2020 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა, მაგრამ, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, პანდემიის გამო ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად,  საბოლოო დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.

მიმდინარე კვირაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიზის ფარგლებში, სააგენტომ ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების 6 ჯგუფი შეარჩია – ურთიერთჩამნაცვლებელი აქტიური ნივთიერებების დონეზე სულ 120–მდე სავაჭრო დასახელების მედიკამენტი.

ბაზრის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია, ანუ მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილნი არიან ქსელური აფთიაქებით, ამასთან, ისინი თავად ახორცილებენ იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას. ასევე ისინი ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია, კერძო: 2016 წელს– 56.6%, 2017 წელი–69%, 2018 წელი–70%,  2019 წელი–68.8% და 2020 წელი–67.5%. შესაბამისად, დიდია საფრთხე ურთიერთჩამნაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არსებობისა.

ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად, საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში (სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში), შერჩეული ჯგუფისა და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, პაციენტი/მომხმარებელი დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს, იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში.

შუალედურ დასკვნაში არ არის მონაცემები იმის შესახებ, საშუალოდ რა ფასნამატით იყიდება მედიკამენტები ფარმაცევტულ ბაზარზე.


მედიკამენტების ღირებულება საკმაოდ საფრთხილო სოციალურ საკითხს წარმოადგენს. როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან საკმაოდ ხშირია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასი რამდენჯერმე აღემატება თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთში არსებულ მედიკამენტების ფასს.

აგვისტოს დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი მედიკამენტი 300%–400%–იანი ფასნამატით იყიდება და, შესაბამისად, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებთან, რათა კომუნიკაციის გზით მივიდეთ კომპრომისამდე.

ფასნამატის ასეთ მასშტაბურ რიცხვს უარყოფენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში. მათი განცხადებით, ასოციაციაში შემავალი კომპანიების ფასნამატი იმპორტირებულ მედიკამენტებზე 45%–ს არ აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ასოციაცია 22 საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს და მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების 35%–ს მოიცავს.

2019 წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით, საშუალოდ ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეების მთლიანი რეალიზებული საქონლის ფასნამატი 26%–34%–ის ფარგლებში მერყეობს. ხოლო კომპანიების წმინდა მოგების მარჟა 1%–დან 10%–მდეა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ანგარიშის მიხედვით საშუალო ფასნამატი არც ისე მაღალია, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, თუ როგორ ნაწილდება გაყიდვების მოცულობა და ფასნამატის სიდიდე  მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფზე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საჯაროს არ წარმოადგენს, შესაბამისად შეგვიძლია, დავუშვათ, რომ გარკვეული მედიკამენტების ჯგუფი საკმაოდ მაღალი ფასნამატით იყიდება, ხოლო – ზოდიერთი ჯგუფი შედარებით დაბალი ფასნამატით, რაც საბოლოო ჯამში ერთმანეთს აბალანსებს.

დავით კოხრეიძე, სააფთიაქო ქსელ ,,იმპექსის“ გენერალური დირექტორი, აღნიშნავს, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მძაფრი კონკურენციის პირობებში შეიძლება გამოიყოს დეფიციტური პროდუქცია, რომელზეც ფასნამატი სწორედ 300% იყოს, თუმცა თუ კონკურენცია მაღალია,  დანარჩენ მედიკამენტზე ფასნამატი შეიძლება ძალიან დაბალი 1%-იც კი იყოს.

საინტერესოა, საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტო წლის ბოლოს შემოგვთავაზებს. თუმცა ფაქტია, რომ მთლიანად საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მოგების მარჟა რამდენიმე ასეულს არ წარმოადგენს.

წყაროforbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up