ფასების ზრდამ სურსათზე 10 წლიან რეკორდს მიაღწია

ფასების ზრდამ სურსათზე 10 წლიან რეკორდს მიაღწია

access_time2021-06-07 19:00:18

ბოლო მონაცემები სურსათზე ფასების ცვლილების შესახებ შემაშფოთებელ ტენდენციაზე მეტყველებენ. ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ღარიბ ქვეყნებში სოციალური კატაკლიზმები გამოიწვიოს.



გაეროს სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს მონაცემებით, მაისში სურსათზე ფასების ზრდამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ფაქტობრივად, 2021 წლის მაისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით FAO-ს ინდექსი 40%-ით გაიზარდა, ეს კი უახლოეს თვეებში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდის საფრთხეს ქმნის.



ბოლო თვეებში ინვესტორებს ხორბალზე, სიმინდზე და სოიოზე მაღალი ფასების დაწევის იმედი ჰქონდათ, რასაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სტატისტიკა ადასტურებს, მის თანახმად, მსოფლიო ბაზრებზე ამ პროდუქტების დეფიციტი არ შეინიშნება. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი გრძელვადიანი ტენდენციების ფარგლებშია, ხოლო სოიოს და ხორბლის მარაგები დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ფასები მაინც იზრდება და ამის მიზეზია პანდემიის გამო მოსავლის აღების პრობლემები, გვალვა ბრაზილიაში, ჩინეთში მოთხოვნის ზრდა და მცენარეული ზეთის დიდი რაოდენობის გამოყენება ბიოსაწვავად. ეს ფაქტორები ადრეც იყო, თუმცა, რეკორდულად ფასები მაინც და მაინც ახლა იზრდება - მომავალი თვეების პროგნოზები საინტერესოა და შეიძლება ითქვას ფეთქებადსაშიში.


ექსპერტების შიშობენ, რომ სასურსათო ნედლეულის ტრანსპორტირების და გადამუშავების ღირებულების ზრდა საბოლოო პროდუქციასაც გააძვირებს. ნავთობზე ფასების ზრდა და სანაოსნოში არასაკმარისი სიმძლავრეები სურსათს გაძვირებისკენ უბიძგებენ. ყველაზე მეტად ამისგან დაზარალდებიან ღარიბი ქვეყნები, სადაც ან იმპორტზე არიან დამოკიდებულები, ან მოსახლეობა შემოსავლების დიდ ნაწილს კვების პროდუქტებზე ხარჯავს, ესენია ნიგერია, ინდოეთი, რუსეთი, ტაილანდი, მექსიკა და ა.შ.



ამ ქვეყნებში იმპორტული სურსათის გავლენას მათ მთავრობების უცნაური ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა აღრმავებს. კერძო სექტორში კვების პროდუქტების სიძვირე ოჯახურ ბიუჯეტებს აზარალებს, ხოლო მაკროეკონომიკურ დონეზე ცენტრალურ ბანკებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას აიძულებს და ეს მაშინ, როდესაც ასეთი მიდგომა ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.




შედეგად სურსათზე ფასების სწრაფი და უკონტროლო ზრდა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში სოციალური აფეთქებების მიზეზი ხშირად ხდება. 10 წლის წინ სწორედ ფასების ზრდა იყო „არაბული გაზაფხულის“ დაწყების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ხოლო არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამ ფაქტორმა პოლიტიკური მღელვარება ეთიოპიაში და ნიგერიაში გამოიწვია.



FAO-ს პროგნოზებით, ამ კუთხით გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა, პირიქით, 2021 წელს სურსათის ფასების ინდექსი 2020 წელთან შედარებით 6,3%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც 2020 წელს 2019 წელთან ზრდამ 4,6% შეადგინა.


თენგიზ აბლოთია

nzz.ch


თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up