ინფლაცია იაფ პროდუქტზე გაზრდის მოთხოვნას

ინფლაცია იაფ პროდუქტზე გაზრდის მოთხოვნას

access_time2021-12-15 13:00:30

ფასების ზრდის მძიმე ტრენდი 2022 წელსაც გაგრძელდება. ანალიტიკოსები  ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი გველის გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, რის გამოც შეიძლება ხარისხიან პროდუქტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს. ტოტალური სიძვირის მიზეზად, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასების ზრდა მიიჩნევა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, სამომხმარებლო ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე გარდაუვალია. ,,თიბისი კაპიტალის“ კვლევას თუ დავეყრდნობით, განსხვავებულ მოლოდინებს ვიხილავთ 2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი 3%-ის ფარგლებშია.



როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე ვარაუდობს, გაძვირების ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს მთელი მომდევნო წლის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობას შეუქმნის პრობლემას.



,,მწარმოებლებს, ასევე ჩამომსხმელ საწარმოებსა თუ გამყიდველებს, გადასახადი გაუძვირდა, ასევე ფასები უცხოურ ბაზრებზეც იზრდება. რამდენიმე ფაქტორია, რაც ერთდროულად მოქმედებს ფასებზე. მიუხედავად ამისა, პირველადი მოხმარების პროდუქტს რეალიზაციის მხრივ საფრთხე ნაკლებად ელის, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გაიყიდება, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტი კი საერთოდ შეიძლება გაქრეს დახლებიდან. 2021 წელს ყველაზე ძვირი ზაფხული გვაქვს და ზამთარიც, შესაბამისად, უმძიმესი გველის. არ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა წელსაც დაეხმარება ადამიანებს, ეს გამორიცხულია. განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაუჭირდება, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. სწორედ ახლა ხდება საშუალო ფენის შესუსტება და გადასვლა ნაკლებად შეძლებულთა ფენებში, ხოლო ნაკლებად შეძლებულები კიდევ უფრო  გაღარიბდებიან. მართალია, ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ ესეც არანაირი შეღავათი არ არის, რადგან მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მომცელიძე.



ფასების ზრდამ და ინფლაციამ სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის მასობრივად შეამცირა ხარისხიან და ძვირადღირებულ საკვებზე წვდომა. სპეციალისტების შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ  მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაფი სურსათის მომხმარებელია,  შეიძლება ხარისხიან პროდუქტზე უფრო მეტად შეეზღუდოს წვდომა.  შესაბამისად,  იაფი და ნაკლებად ხარისხიანი პროდუქტი უფრო მოთხოვნადი გახდება. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს  ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია, რომელიც  ვარაუდობს, რომ  მომავალ წლებში დაავადებების გავრცელების რისკი გვემუქრება. მისი თქმით,  ისეთი დაავადადებები  გახშირდება, როგორიცაა ჩიყვი, ტუბერკულოზი, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა და სხვადასხვა ონკოლოგიური ავადობები.




,,სუპერმარკეტების დიდ ნაწილში და სამომხმარებლო ბაზრებზე  დიდწილად უხარისხო, იაფი სურსათი იყიდება, რადგან ძვირ პროდუქტზე  წვდომა მაქსიმალურად არის შეზღუდული. ამ მხრივ პანდემიამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა. მედიცინაში არსებობს ტერმინი ,,სოციალურად საშიში დაავადებები“, რაც  უხარისხო საკვებს და ზოგადად, არასრულფასოვან კვების უკავშირდება. ცხადია,  ეკოლოგიურად დაბინძურებული პროდუქტი მინერალებით გაჯერებული და  კვებითი ღირებულების მატარებელი არ არის. შესაბამისად, ის საკვები არაჯანსაღია.  თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ასეთ  პროდუქტს მოიხმარს და ეს აისახება ორგანიზმზე და იწვევს სხივურ და მინერალების ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებს,  მათ შორისაა ჩიყვი, ტუბერკულოზი, ონკოლოგიური დაავადებები, ასთმა და სხვა. დღეს შეიძლება მიირთვა ასეთი სურსათი, შიმშილი დაიკმაყოფილო, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობაზე მომავალში იგი უარყოფითად აისახება.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაავადებების გავრცელებაში ყველაზე დიდ როლს  ,,იაფი საკვები“ ასრულებს. მაღალმა ინფლაციამ, რამაც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში იჩინა თავი, ამ მხრივ დიდი პრობლემა შეუქმნა მომხმარებელს და არჩევანის საშუალება არ დაუტოვა“, - ამბობს ლია კვარაცხელია.



მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სხვა ქვეყნებში დაწუნებული პროდუქცია იყიდება, მათ შორის, ბავშვთა საკვებიც, რაც მკაცრი კონტროლის პირობებში არ უნდა დაუშვან.



ცნობისთვის, ,,თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო. 



,,საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება აძლიერებს ჩვენს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. 2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი 3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული 75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6%-ით გაიზრდება“- აღნიშნულია დოკუმენტში.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up