ფასების ყოველდღიურად იზრდება, ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად  მოქმედებს მოქალაქეების საზიანოდ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ფასების ყოველდღიურად იზრდება, ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებს მოქალაქეების საზიანოდ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

access_time2020-09-18 13:42:58

„გვაქვს ფასების ყოველდღიური ზრდა, ადამიანები შედიან მაღაზიაში, აფთიაქში და ხედავენ  ყოველდღიურად გაზრდილ  ფასებს,  ძალიან  გთხოვთ პასუხისთვის ეროვნული ბანკისკენ ხელს ნუ გაიშვერთ, რადგან ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად  მოქმედებს მოქალაქეების საზიანოდ“, - ამ ტექსტით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნათი თურნავას. სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ. 

„ქალბატონო ნათია ვიდრე  კორონა კრიზისი დაიწყებოდა ფასების ზრდა იყო უმწვავესი პრობლემა თითოეული მოქალაქისათვის და ეს კიდევ უფრო  გამწვავდა  ამ კრიზისის  პერიოდში. ჩვენ გვაქვს ფასების ყოველდღიური ზრდა, ადამიანები შედიან მაღაზიაში, აფთიაქში და ხედავენ  ყოველდღიურად გაზრდილ  ფასებს,  ძალიან  გთხოვთ პასუხისთვის ეროვნული ბანკისკენ ხელს ნუ გაიშვერთ, რადგან ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად  მოქმედებს მოქალაქეების საზიანოდ,  ზუსტად იმიტომ რომ არ ამცირებთ გადასახადებს,  არ ტოვებთ ფულს ხალხში ,რომ ეკონომიკამ  ნელ - ნელა წილი წამოიღოს ამ უმძიმეს პირობებში, ყველაზე კარგად ეკონომიკას ლარის კურსი ასახავს რომელიც დღითიდღე გვეცლება ხელიდან, ორჯერ არის გაუფასურებული ბოლო 8 წლის განმავლობაში  არასწორი ეკონომიკის გამო და ლარის კურსს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ფასებზე. ეს  არის იმხელა ტვირთი რომელსაც ჩვენი მოქალაქეები პრაქტიკულად ვერ ეწევიან. მე  დავდივარ ოთხ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში, ყვარელში. ახმეტაში, თელავში და ერთერთი  ყველაზე მთავარი თემა უმუშევრობის შემდეგ  არის  ზუსტად  ის რომ  მოქალაქეებს აშინებთ ფასები.

ბოლოს სრულიად გაუგებარია, ჩვენი მოქალაქეებისათვის როგორ  ხდება ის რაც მათ  სჭირდებათ იმაზე ფასები განუსაზღვრელად იზრდება. კახეთში  რთველია და მათ ყურძნის ფასი  აწუხებთ, იმაზე რაზეც ფასი არასოდეს   იზრდება, მეტიც თქვენი ხელისუფლების პირობებში არა მარტო ლარმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა  არამედ ყურძნის ფასი 80 თეთრზე ჩავიდა რაც სრულიად გაუგონარი  ფაქტია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up