ფასების სტაბილურობაზე ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა - რაში ხედავს გამოსავალს დისტრიბუტორთა ასოციაცია

ფასების სტაბილურობაზე ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა - რაში ხედავს გამოსავალს დისტრიბუტორთა ასოციაცია

access_time2021-04-20 15:40:39

,,უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი გაუფასურდება ლარი, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე პროპორციულად. არ არსებობს ამის არანაირი ზედა ზღვარი“- ამის შახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.


ივა ჭყონიამ პანდემიის დროს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა.


,,სუბსიდირება არის მავნებლობა. ამას არ ამართლებს არც პანდემია და არც სხვა ფაქტორები. ხელისუფლებას შეეძლო ამ არაორდინალურ ვითარებაში ის დახმარება, რაც მივიღეთ უცხოელი დონორებისგან, გაენაწილებინა და 1 სულ მოსახლეზე 2 000 ლარი გამოვიდოდა. თვითონ გადაწყვეტდა მოსახლეობა, რაში უნდა დაეხარჯა ეს ფული. ადამიანმა უკეთესად არ იცის რა სჭირდება? ეს ფული ისევ ეკონომიკაში არ ჩაისხმებოდა?


ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა, რეალურად რისი გაკეთება შეიძლება ფასების სტაბილურობისთვის. ახლა მოკლევადიან პერსპერქტივაში არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები. ამასთან, ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა. ყველაფერი მაინც ფუნდამენტურ საკითხებამდე დადის. ვერ მოხდება ინვესტორების გარეშე ეკონომიკის განვითარება, ინვესტორების მოსაზიდად კი აუცილებელი თავისუფალი სასამართლოა, რომელიც არ გვაქვს. არ გვაქვს მყარი ეროვნული ვალუტა, რაც ასევე აუცილებელია“, - განაცხადა ჭყონიამ.



მისივე თქმით, ბაზრიდან საცალო სავაჭრო ობიექტები ქრებიან და ამის დამსახურებაა რიგი სუპერმარკეტების სალაროებთან.


,,ლარის კურსზე ემოციურ ასპექტშიც კი აზრდაკარგულია საუბარი. მახსოვს, ჩემი და ჩემი პარტნიორების შფოთვა, როცა ლარი 1.8 ნიშნულს გადასცდა და 2.0-ს უახლოვდებოდა, ვთვლიდით, რომ ეს იყო აპოკალიფსი. ლარი უკვე გასცდა ყველაფერს. ეს რასაკვირველია აისახა ჩვენს სექტორზე, მაგრამ არის პირველადი დანიშნულების პროდუქცია, რომელზეც უბრალოდ ვერ გაქრება მოთხოვნა. იგივე ზეთი, ხვალ 20 ლარი რომ გახდეს, მაინც იყიდის ხალხი, რადგან აუცილებელია. იგივე შაქარი, მარილი და ა.შ.


მაგრამ ხალხი როცა ამაში ხარჯავს მის მთელს შემოსავალს, პრობლემაა მესამე და მეოთხე კატეგორიის პროდუქტებისთვის. საუბარია, შოკოლადზე, ლუდზე, ლიმონათსა და სხვა ცოტა ძვირად ღირებულ პროდუქტებზე. ეს პრობლემაა დისტრიბუტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, თორემ მომავალ წელს წლევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი სუპერმარკეტი იქნება, რადგან ბაზრიდან საცალო მაღაზიები ქრებიან. ისინი ვერ უძლებენ წნეხს. რეალურად ისინი ,,ნისიებზე“ მუშაობენ. ასე რომ, სუპერმარკეტების სალაროებთან რიგები არაფრის საზომი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი გაუფასურდება ლარი, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე პროპორციულად. არ არსებობს ამის არანაირი ზედა ზღვარი“, - განაცხადა ჭყონიამ ,,საქმეში“.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up