ფასების ისტორიული ვარდნის შემდეგ, პუტინი მზად არის შეამცირონ ნავთობის მოპოვება

ფასების ისტორიული ვარდნის შემდეგ, პუტინი მზად არის შეამცირონ ნავთობის მოპოვება

access_time2020-04-03 20:43:58

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზაობა რუსეთმა შეამციროს ნავთობის მოპოვება. საუბარია ჯამურად დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე.


"რუსეთი მჭიდრო კავშირში იმყოფება საუდის არაბეთთან და აშშ-სთან, ჩვენ ყველას გვაწუხებს ნავთობის არსებული ფასები. ჩვენ მზად ვართ შევამციროთ მოპოვება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პარტნიორულად", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 6 მარტს რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირების წინააღმდეგ წავიდა, რის გამო OPEC-ის შეთანხმება ჩაიშალა.


ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით რუსეთი და საუდის არაბეთი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებოდნენ.


ტრამპის განცხადება დადებითად აღიქვა ბაზარმა და უკვე მეორე დღეა ნავთობზე ფასები იზრდება. წინააღმდეგობის საკითხს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების ტემპი წარმოადგენდა.


ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საუდის არაბეთი მოპოვების კიდევ უფრო შემცირების ინიციატივით OPEC-ის სხდომაზე გამოვიდა. წინადადების წინააღმდეგ წავიდა რუსეთი, რასაც ძველი შეთანხმების ჩამოშლა მოყვა.


ამრიგად, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წელს დადებული ხელშეკრულებამ მოქმედება პირველ აპრილს შეწყვიტა, რის შემდეგაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების ანტირეკორდი გაიმეორა.


30 მარტიდან მოყოლებული რუსეთში წარმოებული საექსპორტო ნავთობის ფასი უარყოფითი იყო - მწარმოებლებს ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია.


გუშინ, 2 აპრილს რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ასეთ ფასზე რუსეთის ბიუჯეტი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს.


ერთ-ერთი ვერსიით რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების ინიციატორი, ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარი და კომპანია როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი იყო.


OPEC-თან დადებული შეთანხმებით სეჩინი უკმაყოფილებას წარსულშიც გამოთქვამდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მოპოვების შემცირებული ტემპებისა და ნავთობზე შედარებით მაღალი ფასის ფონზე ბაზარზე აშშ-ის პოზიციები ძლიერდებოდა.


შეთანხმების მოქმედების პირობებში აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით იკავებდა ახალ ბაზრებს, რაც როსნეფტის ხელმძღვანელისთვის მიუღებელი იყო. სეჩინის გათვლით, მოპოვების ზრდა ნავთობზე ფასს იმ დონემდე შეამცირებდა, რომ ფიქლის ნავთობის ამერიკელი მწარმოებლებისთვის მოპოვება წამგებიანი გახდებოდა.


tabula.ge





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up