ივა ჭყონია-„ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოხდა და თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის“

ივა ჭყონია-„ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოხდა და თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის“

access_time2019-07-31 19:50:49

„ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოხდა და თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის“ - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


„განცხადებები იმის შესახებ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო, ვფიქრობ, არაკომპეტენტურიადა ეროვნულ ბანკს ან რეალური ციფრები არ აქვს მიწოდებული ან არ უნდათ, რომ სწორად ასახონ ის ვითარება, რაც ხდება. თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის. იმიტომ, რომ ფასების გადახედვა როგორც იმპორტიორ, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს რამდენჯერმე მოუწიათ.



თუ ეროვნულმა ბანკმა გეგმა არ წარმოადგინა მიმაჩნია, რომ სებ-ის პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გადადგეს. ამასთან, ვთვლი, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმაც თავის გეგმა უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მივიდეთ, რაც აისახება იმაში, რომ კომპანიები ოპერირებას ვეღარ გაგრძელებენ, აღარ იქნება სამუშაო ადგილები, საუბარია ათობით ან ასობით სამუშაო ადგილზე. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ვხედავთ, იმას რომ ლარი მიდის ზემოთ, ამიტომ აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ ყველას წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ეკონომიკურ კოლაფსს,“- აღნიშნა ჭყონიამ.


BPN


თეგები:
ივა ჭყონია



უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up