ფასების 50%-ით შემცირების მიუხედავად გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 10%-ს არ სცდება

ფასების 50%-ით შემცირების მიუხედავად გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 10%-ს არ სცდება

access_time2021-03-12 14:00:29

„წელს ვმუშაობთ იმაზე, რომ ზარალზე არ გავიდეთ და სასტუმრომ თავი შეინახოს“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა და სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ ხელმძღვანელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად ფასების 50%-ით შემცირებისა, გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 10%-ს არ სცდება. ამასთან, როგორც მაია მურაჩაშვილი აცხადებს, ზამთრის კურორტებს ძირითადად ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ.

 

„ზამთრის ტურიზმი ჩავარდნილია. მცირე რაოდენობით ტურისტები არიან და ისიც დაბალბიუჯეტიანი. ამ ეტაპზე მოლოდინში ვართ, უნდა გავიაროთ რეგულაციები, რომ გავხსნათ ახალი სასტუმრო მესტიაში. აქ ველოდებით 5-6 ჯგუფს გერმანია-შვეიცარიიდან. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში მათ ვუმასპინძლებთ. თუმცა, მესტია მაინც არ არის მხოლოდ ზამთრის სეზონის კურორტი და ზაფხულისთვის მაღალია როგორც ინტერესი, ისევე ჯავშნები. ასე რომ, ივნისის დასაწყისიდან უფრო მეტი მოლოდინია, რომ სტუმრებს მესტიაში მივიღებთ“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

 

მისივე თქმით, რეგულაციებმა გაზარდა ოთახების თვითღირებულება, მაგრამ სტუმრების სიმცირიდან გამომდინარე, სასტუმროებს ფასის შემცირება უწევთ.

 


,,არც ერთი რეგულაცია კომფორტული არ არის, ეს ცალსახაა, მაგრამ მთელს სამყაროს ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება კოვიდის პარალელურად. თავისთავად ცხადია, თავდაპირველ ეტაპზე, კართან რომ უზომავ სიცხეს სტუმარს, უკვე იწყება მასპინძლობა დისკომფორტით, თუმცა ახლა სხვა გზა არაა.

 

ამასთან, ხარჯები  ბიზნესს იმის გამო გაეზარდა, რომ რეგულაციები სწორად აღსრულდეს. სასტუმროს რესტორანში, თუ 60 ადამიანის განთავსების საშუალება მქონდა, ახლა მაქსიმუმ 30 ადამიანზე უნდა გადავანაწილო. გარდა ამისა, დამატებითი კადრების საჭიროება გაჩნდა. რადგან, ძველი სტილით ვეღარ იარსებებს შვედური მაგიდაც. საჭიროა ბარი და მის უკან ორი ადამიანი, რომელიც კერძს ინდივიდუალურად მიაწვდის.

 

ყველაფერმა ერთად, სასტუმროს ღირებულება გაზარდა, თუმცა ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვერ ავწევთ ფასებს. პირიქით, გვიწევს ფასის შემცირება, რადგან მომხმარებელი ცოტაა. წელს ვმუშაობთ იმაზე, რომ ზარალზე არ გავიდეთ და სასტუმრომ თავი შეინახოს. გუდაურში ნაცვლად 495 ლარისა 250 ლარი ღირს ნომერი. შარშან მაღალი ფასით ოთახები არ მყოფნიდა, წელს კი განახევრებულია და გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 7-10%-ს არ სცდება“, - აცხადებს მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა, ხოლო საბაგიროები მხოლოდ 8 მარტს ამუშავდა.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი






ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up