ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

access_time2019-01-19 21:30:38

ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

წყარო კურიერს უყვება, რომ პარტია ქართულ ოცნების ლიდერს სპეცსამსახურებმა გიორგი კვირიკაშვილის და მამუკა ხაზარაძის შეხვედრის ჩანაწერი მიუტანეს. შინაარსი ივანიშვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

პრესა.ჯი-ს დამფუძნებელი კურიერს უყვება იმ აუდიო ფაილის შესახებ, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.

სიტყვა ოლიგარქის მოსმენამ ბიძინა ივანიშვილი გააბრაზა. პარტია ქართულიოცნების თავმჯდომარეს გაუჩნდა განცდა, რომ მას შიდა გადატრიალებას უწყობდნენ. ამას დაემატა კიდევ ერთ ამბავი - ივანიშვილთან მისი გუნდის წევრები მივიდნენ და უთხრეს, რომ კვირიკაშვილი უცხოეთში შეხვედრებზე არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს.

ის, რომ შიდა ხავერდოვან რევოლუციას უმზადებდნენ და მმართველობიდან ჩამოცილება იგეგმებოდა, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე თქვა. პირველი ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ, თუ მართვის სადავეებს ოფიციალურად სასწრაფოდ არ დაიბრუნებდა, იყო რისკი, რომ პარტიაზეც და ხელისუფლებაზეც გავლენები საბოლოოდ დაეკარგა.

თინა ხიდაშელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გუნდში რამდენიმე წელი გაატარა, ოლიგარქის თამაშის წესებს კარგად იცნობს, ამიტომ არ უჭირს ახსნას, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, მამუკა ხაზარაძეს. 


ის ამბობს, რომ მიზეზი ფულია. 2020 წლის არჩევნების წინ ივანიშვილს ხაზარაძის ფულის ეშინია. თუ ხაზარაძე ოპოზიციას დააფინანსებს, მაშინ ივანიშვილის გუნდი არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული.

კურიერს სანდრო წყარო ქართული ოცნებიდან უყვება, რომ მამუკა ხაზარაძე გიორგი კვირიკაშვილზე ფსონს ნამდვილად დებდა. წლების განმავლობაში ბანკირი ამერიკაში ქირაობდა ლობისტებს, რომლებიც ამერიკის მთავრობას არწმუნებდნენ, რომ კვირიკაშვილი სანდო და პროდასავლური ლიდერი იყო, რომელზეც დაყრდნობა შეიძლებოდა. ამ სვლით ხაზარაძე კვირიკაშვილისთვის ყიდულობდა იმუნიტეტს, რომ მისი გადაყენება არც ისე ადვილი ყოფილიყო და უმზადებდა პოლიტიკურ ნიადაგს დამოუკიდებელი თამაშისათვის.

ხაზარაძე-კვირიკაშვილის საიდუმლო შეთქმულების განცდა ივანიშვილს ანაკლიის პროექტმაც გაუძლიერა, როდესაც პრემიერად მუშაობის დროს კვირიკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ქვეყნის მთავარი პროექტი ჩააბარა. 

სპეცოპერაცია ერთდროულად კვირიკაშვილის და ხაზარაძის წინააღდეგ 2018 წლის მაისში დაიწყო. ჯერ კვირიკაშვილს გადაგომა აიძულეს, შემდეგ კი მამუკა ხაზარაძის ბანკში შემოწმებაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შევიდა. 

ხაზარაძე პირველია და არა ბოლო, ვინც ივანიშვილის სამიზნე გახდა. TBC ბანკის საქმეს ისევ პროკურატურა იძიებს.

დააკავებენ თუ არა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არის. თაროზე შემოდებული საქმით ივანიშვილმა ხაზარაძე გაანეიტრალა. მამუკა ხაზარაძემ კი, მძიმე ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად, გაჩუმება არჩია.






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up