ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება

access_time2020-05-28 13:29:36

მეფუტკრე-ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



„შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თხილის და სიმინდის ფართობებში, შეწამვლითი ღონისძიებები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ისევე როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, მეფუტკრე-ფერმერებთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება.



მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ის ტერიტორიები, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია.




იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება.



ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ფაროსანა



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up