ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული

access_time2018-10-12 17:35:33

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში, ამ ეტაპზე, 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა საჭიროებებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უნდა გაიზარდოს და სხვადასხვა პროგრამებს თანხები დაემატოს.


როგორც ამ მოთხოვნის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ზოგადად საჭიროება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე რესურსი არსებობს. შესაბამისად, ამ რესურსის ეფექტიანი განაწილების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც სამინისტროებთან, ასევე საკომიტეტო ფორმატში.



„ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მეტის დახარჯვის სურვილი აქვს ნებისმიერ უწყებას, ამიტომ სწორედ განხილვის პროცესი გვაძლევს არსებული რესურსის ოპტიმალურად განაწილების საშუალებას. ფაროსანასთან დაკავშირებით კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, წელსვე უზრუნველვყოთ გარკვეული თანხების მოძიება, რომ საჭირო ტექნიკის შესყიდვა მოხდეს და მომდევნო წელს ამაზე დრო არ დაიკარგოს. ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 35 მილიონი ფაროსანას საწინააღმდეგოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და მოძიებული იქნება თანხა, რაც ამ პრობლემის გადასაჭრელად არის საჭირო“, – განაცხადა მან.


რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენასა და პროგრამების დაფინანსებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, გადაწყდა, რომ სახელმწიფომ აღარ იყიდოს ტექნიკა, როგორც ეს ადრე ხდებოდა და ტექნიკის შეძენაში გარკვეული დახმარება გაუწიოს ფერმერებს.


1TV



თეგები:
ფაროსანა



გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up