ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 36 მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 36 მუნიციპალიტეტში ჩატარდა

access_time2022-11-24 13:50:39

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის 36 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. სულ დამუშავდა 251 108 ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის: თერმული ნისლით - 167 320 ჰა, ცივი შესხურებით - 53 273 ჰა სიმინდის მასივი, 30 515 ჰა - სოფლისა და ტყის პერიმეტრი.


„ძირითადი ამოცანა, რომელიც განსაზღვრული იყო სახელმწიფო პროგრამით, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, მიღწეულია. დასავლეთ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განხორციელდა. გარემოზე ქიმიური პრეპარატების დატვირთვის შემცირების მიზნით, გამოყენებული იყო სპეციალური სადგურების ტექნოლოგია. თერმული ნისლით წამლობის პროცესში, სრულად იყო გათვალისწინებული ფუტკრის დაცვის წესები, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.



ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარე წელსაც, აქცენტი სპეციალური სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდა. ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად შემუშავებული სქემით მიმდინარეობდა. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. სულ დამონტაჟდა 86 491 ფერომონი. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა მონიტორინგი (განთავსდა 6451 ფერომონიანი დამჭერი).


ღონისძიებები მოსახლეობის ინფორმირების და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდებოდა. პროცესში, საკოორდინაციო მართვის ცენტრთან ერთად, ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები.


თეგები:
ფაროსანა



TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up