ფარმაცევტული სექტორის  რეგულაციამ,შეიძლება  ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტები გააქროს

ფარმაცევტული სექტორის რეგულაციამ,შეიძლება ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტები გააქროს

access_time2019-12-30 11:00:56

კლინიკებში ტარიფების გათანაბრების შემდეგ ჯერი უკვე ფარმაცევტულ ბაზარზე მიდგა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  გადაწყვიტა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ.

 

 „კომერსანტი“ დაინტერესდა იზიარებენ  თუ არა მინისტრის აზრს ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლები და რამდენად სწორია მათთვის  მოგების მარჟის დარეგულირება.

 

„ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციამ შეიძლება ამ ბაზრიდან ხარისხიანი და საჭირო მედიკამენტი სრულიად გააქროს“-ამის შესახებ „კომერსანტს“  „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი  ირაკლი მარგველაშვილი ესაუბრა.

 

„მაგალითები  გვაქვს მეზობელი ქვეყნების, როდესაც რეგულაციამ ცუდი შედეგი აჩვენა და ფარმაცევტული ბაზრიდან რამდენიმე მედიკამენტი გააქრო. რადგან მცირე მარჟის გამო ბაზარზე მისი არსებობა კომპანიებისთვის საჭირო აღარ იყო.  არ მინდა წარმოვიდგინო, რომ აქაც იგივე შედეგამდე მივალთ,“-ამბობს მარგველაშვილი.

 

მისი თქმით, მინისტრის განცხადების შესაფასებლად , კარგი იქნება წარმოდგენა გვქონდეს,  მოგების რა მარჟაზეა საუბარი. როდესაც ამბობენ, რომ იაფია ან ძვირია წამალი, სახელმწიფოსგან სწორი დეფინიცია და ანალიზი  გვჭირდება ვინ რას მიიჩნევს ძვირად ან იაფად.

 

რაც შეეხება სწორ დისტრიბუციას, მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ეს სფერო საქართველოში, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მაღალ დონეზეა და დარეგულირებას არ საჭიროებს.

 

„დისტრიბუციის რეგულირებას საჭიროდ არ მივიჩნევ, რადგან საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც გამართული და წარმატებული სისტემა. დისტრიბუციაზე მნიშვნელოვანია, მედიკამენტის  სწორი დანიშნულება, თუ რომელ წამალს უწევს რეკომენდაციას ექიმი.“-განმარტა მარგველაშვილმა.


„ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ფარმაცევტული კომპანიების მოგებაზეც ამახვილებს. 



 „ხშირია დაუსაბუთებელი საუბარი მედიკამენტების ფასებზე, სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობა არასწორ შეფასებებს იწვევს, რაც აუცილებლად გამოსწორდება ამ კვლევის შემდეგ. ჩვენს ასოციაციაში  16 მწარმოებელი კომპანიაა,მათი წლიური მოგების მარჟა 35-40%-ს არ აღემატება.  სწორედ ასეთი დეტალები, რომელიც ღირებულებას ეხება, გახდება ცნობილი და არასწორი კომენტარების გაკეთება აღარ მოუწევს მათ,ვისაც ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა.-ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელი  დირექტორი ილონა კოკიაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტიკარაძის განცხადებაში კონკრეტული მონახაზი არ იყო.მისი თქმით, სამინისტროს დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მინისტრის მიერ დაანონსებული ინფორმაცია მათთვისაც უცნობი იყო.“


როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო  ფარმაცევტულ კომპანიებისთის მოგების მარჟის დარეგულირებას გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვთ კითხვები ფასნამატთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა „სწორი დისტრიბუციის პრაქტიკის“ დანერგვით იქნება შესაძლებელი.


„მედიცინაში მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მედიკამენტი, სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მაღალი ხარისიხს მედიკამენტს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კვლავ ხარისხი და შემდეგ ფასების რეგულირება, რომელიც ასევე იქნება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი.მოგების მარჟა რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც, - განაცხადა ტიკარაძე.


 

ნათია ლომიძე 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up