ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება

ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება

access_time2021-06-10 15:40:00

ფარმაცევტული სექტორი GMP სტანდარტების დანერგვის ვალდებულების გადავადებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება.


როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, საქმის კურსშია პრემიერის აპარატი, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭო, ბიზნესომბუდსმენი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და ასე შემდეგ.


როგორც გოგიბერიძე აცხადებს, საქართველოში ნაციონალური GMP-ის სტანდარტის დანერგვა მომავალში ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას.


თუმცა,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებისთვის 2022 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო GMP-ი სტარდანრტიზაციაზე არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნება, გამოიწვევს საქართველოში ფარმაცევტული წარმოებების დიდი ნაწილის დახურვას. ეს კი 70 მილიონ ლარამდე სექტორში დამატებითი ინვესტიციისა და ექსპორტის 60 მლნ დოლარით შემცირების გარდა, გამოიწვევს 1500-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვას, ასევე საქართველოს ბაზრის დარჩენას ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების ნაწილის გარეშე რაც, თავის მხრივ ფასების ზრდას გამოიწვევს.



„მიმდინარე წლის 15-20 აპრილს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და ჩვენი ასოციაციის თაოსნობით ჩატარდა მწარმოებლების გამოკითხვა, სულ დაფიქსირებულია 62 მწარმოებელი, გამოიკითხა ნახევარზე მეტი, აქედან ყველა თანახმაა გადავადებაზე, რა თქმა უნდა გონივრული ვადით. ეს ყველაფერი გაიგზავნა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტშიც. ამ დროისთვის ვიცით ის, რომ მუშაობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარეობს,“ - აცხადებს გოგობერიძე.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP სტანდარტების დანერგვის ვალდებულება შემოდის. ინდუსტრიის ნაწილი ამას აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა შესაძლოა, საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანიები GMP სტანდარტების დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ.


ექსპორტირებულ პროდუქციასთან თანაბარი პირობების შექმნის მიზნით, აუცილებელია, მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება - ნებისმიერი იმპორტირებული სამკურნალო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს GMP-ის იმავე სტანდარტს, რაც მოეთხოვება საქართველოში წარმოებულ პროდუქტს. დადგენილებით ეს ეხება მხოლოდ სამამულო მწარმოებლებს და არა იმპორტირებული პრეპარატების GMP სერთიფიკატის არმქონე წარმოებებს, რაც არასამართლიანი და დისკრიმინაციულია.


როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში აცხადებენ, ამ სტანდარტის დანერგვა კომპანიებისგან მსხვილ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისი ფინანსური რესურსი კი კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია.


აღსანიშნავია, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა. სტანდარტების დანერგვის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.


business-partner.ge





იმ შემთხვევაში თუ ფქვილზე სუბსიდირება გაგრძელდება ამხელა ფასი აღარ ექნება - ლევან სილაგავა

იმ შემთხვევაში თუ ფქვილზე სუბსიდირება გაგრძელდება ამხელა ფასი აღარ ექნება -  ლევან სილაგავა
access_time2021-06-12 20:00:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მხე ჩამოვიდა, რის გამოც ერთი ტომარა...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...

პანდემია და კოვიდრეგულაციები ბიუჯეტს 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა

პანდემია და კოვიდრეგულაციები ბიუჯეტს 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა
access_time2021-06-11 18:25:12
პანდემია და კოვიდრეგულაციები საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხუციშვილის განმარტებით, უშუალოდ ჯანდაცვის ხარჯები 0.9 მლრდ ლარით გაიზარდა, სოციალურ ხარჯებზე დამატებით 1.3 მლრდ გამოიყო, ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე - 3 მლრდ ლარი, გაჩერებული ეკონომიკის შედეგად კი ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილში 1.9 მლრდ ლარი დააკლდა. 2020 წელს...


მსგავსი სიახლეები

up