„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ - ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ - ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“

access_time2019-01-10 14:59:14

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.


რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.


„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება.



ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.


გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.


„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში.








Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“
access_time2019-06-18 13:55:34
საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე...

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
access_time2019-06-18 16:00:02
სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად  2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  შემოწმება რეგულირების სააგენტომ ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის თანახმად, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up