ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს მიმართავს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს მიმართავს

access_time2023-03-24 16:00:30

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს მიმართავს და ჯანდაცვის უწყებას მხრიდან სექტორში კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნაში ადანაშაულებს.განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ  მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს  ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.

`უპირველესყოვლისა გვსურს დავაფიქსიროთ , რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ  მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს  ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. 


ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული  ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას , არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური  განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა.


მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არა აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის  იძულებით დასატოვებლად.


მაღალი საზოგადოევბრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განვმარტოთ ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების საკითხი და მოსახლეობას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია:



ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული პრეპარატების საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისად მათი დაფინანსება დაწყებულია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.


აღნიშნული თარიღიდან დღემდე  ფასების ცვლილების სურათი შეგიძლიათ იხილოთ ამავე განცხადებაში, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეპარატებზე ფასების კლება დაიწყო 2022-ის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ა.წ. თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაოს დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მარალი დონიდან გამომდინარე 2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატები იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე. 2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება იყო შეუძლებელი და მოხდა შესაბამისი გადაფასება, მაგრამ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიდაც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში .   ასევე მაგალითისთვის. ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ედავებიან ფასის გაძვირებას, განცხადებაში აღნიშნული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია  15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება, რაც პირდაპირ კომპანიის ზარალია.  ეს არის ფაქტები და ყველა დამადასტურებელი საბუთები კომპანიებს თავად აქვთ. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში.


თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოში არსებული და ევროპის რეფერენტული ქვეყნების (მაკედონია, ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი) ფასების შედარებას, სადაც ნათლად ჩანს თუ რამდენი პროცენტითაა მეტიფასები რეფერენტულ ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით და არსებული საფასო  შედეგი სწორედ საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიების ძალისხმევითაა მიღწეული(იხ.ცხრ.#1).


ფარმაცევტული კომაპნიების ასოციაცი გმობს მის წევრ კომპანიებზე გავრცელებულ ბრალდებებს და  ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის, რომლებიც თავისი კომერციული რისკის ფასად ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პაციენტებს უწყვეტად, საერთაშორისოდ დადგენილი წესების სრული დაცვით, მიეწოდოს ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური პრეპარატები. “ -  წერია განცხადებაში. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up