ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

access_time2020-07-10 10:00:28

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარზე რეგულაციებია საჭირო, რათა არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებები გაკონტროლდეს. ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, დღეს ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევის დარგში არაეთიკური გარემოა შექმნილი.

 

„საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ, ანუ ქვეყანაში პირდაპირი წარმომადგენლები მცირდება. ამის მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო კომპანიების საქმიანობა ნაკლებად კონკურენტულია მარკეტინგული კუთხით. დღემდე გამოწვევად რჩება არაეთიკური მარკეტინგი და  არაეთიკური დამოკიდებულება ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის. პრობლემა იწვევს მედიკამენტების არასწორ დანიშვნასა და არაადეკვატურ გამოწერას, შესაბამისად მნიშვნელოვანად ზარალდებიან ის კომპანიები, რომლებიც კარგ მედიკამენტებს აწარმოებენ. საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია ბაზარზე რჩება, თუმცა, პირდაპირი წარმომადგენლობები აღარ აქვთ. როდესაც კომპანია პირდაპირაა წარმოდგენილი იგი მოქმედებს საერთაშორისო წესებით, კომპანიის სტრატეგიით ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. კომპანია როდესაც ტოვებს ოფიციალურ წარმომადგენლობას ყველაფერი რჩება საქმიანობის მიღმა. საუბრობენ,რომ მარტო ჩვენთან არ ტოვებენ ბაზარს, მაგრამ ხომ არ გვინდა შეგვადარონ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ, ჩვენ გვინდა რომ წინ წავიდეთ ამიტომ არასწორია შევედაროთ იმ ქვეყნებს სადაც კომპანია ანალოგიური პრობლემების გამო დაიხურა“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ცივილური ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიები აღარ განიხილავენ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას, რადგან მათ მინიმალური 5 წლიანი პროგნოზის გაკეთებაც არ შეუძლიათ, შესაბამისად, აღარ ფიქრობენ ქვეყანაში ახალი პროდუქტის შემოტანაზე. მარგველაშვილი „კომერსანტთან“ იმ გზებზე საუბრობს, რომელის მეშვეობითაც პრობლემის დარეგულირებაა შესაძლებელი.

 

„ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წინადადებით მივმართეთ, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ჩვენს ასოციაციას აქვს საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებული ეთიკის კოდექსი, რომლის შემუშავებაშიც საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარა. ეთიკის კოდექს ვიღაც უერთდება ვიღაც არა, დღეს ეს  ნებაყოფლობითია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეს სახელმწიფოს მეშვეობით რეგულაციის დონეზე აგვეყვანა, რათა განგვესაზღვრა რა შეიძლება და რა არა. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. თუ კომპანია სპეციალისტის განათლებაზე ხარჯავს ფულს და კონგრესზე აგზავნის, აქ დასამალი არაფერია, პირიქით მისასალმებელია, მაგრამ თუ კომპანია სპეციალისტს სულ სხვა მიზნით უხდის თანხას ეს დასასჯელია. შესაბამისად, აქედან გამოსავალი არის ის, რასაც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა - ხარჯების მეტი გამჭვირვალობა.“, განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თემაზე მსჯელობა არ არის აქტიური, რადგან მსჯელობის პროცესში იურიდიულ პრობლემები იკვეთება:


 

„ხარჯების გასაჯაროების დროს ჩნდება იურიდიული პრობლემა, თუ რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა. ჩვენ არ ვითხოვდით, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო, ვამბობდით რომ ჯანდაცვის სამინსიტროს სცოდნოდა როგორ იხარჯება ამ სფეროში ფული. როდესაც საუბარი იყო რეგულაციებზე კონკრეტულ ნაბიჯებამდე ვერ მივედით, ამაზე საუბარი 2007 წლიდან დავიწყეთ, როდესაც ჩვენი ასოციაცია დაარსდა. საუბარს 13 წლიანი ისტორია აქვს და დღემდე კონკრეტული რაიმე პროექტი, რომლის განვითარებაზეც იქნებოდა მზაობა არ ყოფილა. სახელმწიფო ამ საკითხზე არ თანამშრომლობს“ ,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

 

ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, თუ რატომ გაძვირდა მედიკამენტები საგანგებო მდგომარეობის დროს. მისი თქმით, გაძვირება გამოწვეული იყო სატრანსპორტო ღირებულების გაზრდით, რადგან შეზღუდული კომპანიები ახორციელებდნენ სატრანსპორტო მიწოდებებს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბაზარზე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების არსებობის მნიშვნელობა.

 

„პარალელური იმპორტი საქართველოში ოფიციალურად არის დაშვებული და ამას კანონის ფარგლებში კომპანიები ახორციელებენ, ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. თუმცა, არის არაკონტროლირებადი პარალელური იმპორტი. მედიკამენტები შემოაქვთ თურქეთიდან, რაც ცალკე განხილვის საკითხია. ყველამ იცის, რომ თურქეთში წამლები არის იაფი და ისმის კითხვა რატომ არ შემოგვაქვს თურქეთიდან? არავინ სვამს კითხვას რატომ არის თურქეთში წამლები იაფი. თურქეთში წამალი იაფი იმიტომაა, რომ პირველი - ეს არის სუბსიდირებული წამლები და ადგილობრივი კომპანიები ახერხებენ ამ წამლების გაყიდვას და მეორე- თურქეთში არის ფიქსირებული გაცვლითი ვალუტის კურსი კვოტირებულ მედიკამენტებზე. ჩვენ როდესაც თურქეთიდან მოგვაქვს მედიკამენტი, იმ ქვეყნის  ბიუჯეტს ვაზარალებთ. ამ დროს საქართველოში რა ხდება, ოფიციალური წარმომადგენლობა მედიკამენტის რეალიზებას ვეღარ ახერხებს და მისი კომერციულად არსებობა რეგიონში აღარაა გამართლებული. საგანგებო მდგომარეობის დროს მნიშვნელოვანი რაღაც გამოჩნდა. როდესაც ვსაუბრობთ არარეგულირებულ პარალელურ იმპორტზე, ეს არ არის კონტრაქტის საფუძველზე რეგულარული მოწოდება. ერთხელ ჩამოიტანა, ორჯერ ჩამოიტანა, მაგრამ მესამედ ვერ ჩამოიტანს. ამ შემთხვევაში ვინ ზარალდება? პაციენტი, რადგან წამალი აღარ აქვს, ხოლო ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში აღარ არის. საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ ხდებოდა მიმოსვლა და მოწოდება ხდებოდა მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომელებიც კონტრაქტით აწვდიან დისტრიბუტორებს და ცალკეული იმპორტი ვეღარ ხორციელდებოდა“ , - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

 

აღნიშნული პრობლემის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია დიდი ხანია აქვთ, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედით ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა. ამის მიზეზი მარგველაშვილის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი თქმით სახელმწიფოს უჭირს აკრძალოს გზები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იაფად შემოტანილი მედიკამენტი იყიდოს. თუმცა მარგველაშვილი აცხადებს იმასაც, რომ აუცილებელია შუალედური გამოსავლის პოვნა, რათა არც ბიზნესის დაზარალდეს და არც მოსახლეობა:

 

„როდესაც ონკოლოგიური პაციენტი მიდის და თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტს ნახევარ ფასში ყიდულობს ძნელია აუკრძალო ყიდვა, რადგან სახელმწიფო ვერ სთავაზობს ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს. ქრონიკული დაავადებების პროგრამები იყო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბევრი მედიკამენტის მიწოდება ხდებოდა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაფარად. მეორეს მხრივ საერთაშორისო კომპანიები როდესაც ქვეყანას ტოვებენ, არც ერთ სფეროში არ არის კარგი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო გრანტების სახით შემოსავალს იღებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეს კომპანიები არიან. ავიღოთ გერმანია საფრანგეთი, ეს ქვეყნები ჩვენი განვითარებისთვის ხომ ხარჯავენ ფულს? მადლობელი ვართ მათი, მაგრამ როდესაც კომპანია ქვეყნიდან მიდის არც პოლიტიკურად და არც იმიჯისთვის ეს კარგი არ არის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები GMP სტანდარტების შემოღების კუთხით, რაც ჩემი აზრით მამაცური ნაბიჯია. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, როდესაც იქნება აქტიური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით პრობლემები მოგვარდება“,- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.


ბაჩო ადამია





Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს
access_time2021-04-15 19:00:44
ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.   რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად...

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის
access_time2021-04-15 20:00:23
მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.   შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.   არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში  რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს.  აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
access_time2021-04-15 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები   მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ...

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-15 18:00:17
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 15 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვისაა) ეროვნული...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის
access_time2021-04-15 15:10:27
მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ...


მსგავსი სიახლეები

up