ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე წამლების გაიაფებას სამ - ექვს თვეში ელოდებიან

ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე წამლების გაიაფებას სამ - ექვს თვეში ელოდებიან

access_time2016-02-16 19:08:10

ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები უკვე სააფთიაქო ქსელებშია. ახალი მოთამაშის გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიები დადებითად შეხვდნენ და მას ჯანსაღი კონკურენციის კარგ მაგალითად მიიჩნევენ. ამასთან ერთად, სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებმა  აქცენტი მედიკამენტების ხარისხის მნიშვნელობაზეც გააკეთეს. ავერსის გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ წამლის ხარისხს განსაზღვრავს არა ქვეყანა, არამედ  კონკრეტული მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა: 

 

,,რაც შეეხება ხარისხს, საერთოდ წამლის ხარისხს არ განსაზღვრავს ქვეყანა, მას  განსაზღვრავს ის კონკრეტული ქარხანა, რომელიც აწარმოებს ამ მედიკამენტებს. თუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა მედიკამენტები, ეს უკვე ნიშნავს, რომ არის ხარისხიანი, თუმცა,  რა თქმა უნდა,  საქართველოს მოსახლეობის და ექიმების დამოკიდებულება არის ხშირ შემთხვევაში, როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მიზეზებისაგან შემდგარი. ამიტომ ამას მომავალი გვიჩვენებს, რამდენად დადებითად შეხვდება საქართველოს მოსახლეობა და ექიმები ინდური წარმოების მედიკამენტებს“.

 

ჰუმანითი ჯორჯიას ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენას სახალხო აფთიაქის გენერალური დირექტორი, არჩილ მორჩილაძეც გამოეხმაურა.  მან დადებითად შეაფასა საპარტნიორო ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით: ,,ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია.  წამლების გაიაფების რეალური შედეგი დაახლოებით სამ - ექვს თვეში  გამოჩნდება. მივესალმები საპარტნიორო ფონდის ინიციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის შესახებ.  ლაბორატორიის შექმნა არის იმის გარანტი, რომ მომავალში საქართველოს ბაზარზე რეალიზებული მედიკამენტები უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.“

 

მედიკამენტების ხარისხის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე აქცენტს თავად ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი ანდრეი კუზმაც  აკეთებს.  როგორც მან აღნიშნა, მედიკამენტებს დამატებით სერიული შემოწმებაც უტარდება:

 

,,მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება ჯიემპი ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში“.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც ცნობილია, სამინისტრო გეგმავს ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამაში“ ცვლილებების შეტანას. ცვლილება ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. 

 

ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“-მ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები ავერსი,  იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი  და GPC სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც მომარაგდება. 




იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up