წამლების შავი ბაზრის წილი ფარმაცევტული სექტორის 15%–ს აღწევს

წამლების შავი ბაზრის წილი ფარმაცევტული სექტორის 15%–ს აღწევს

access_time2021-09-09 12:00:31

წამლების ზღვარდაგადასულმა გაძვირებამ საქართველოში შავი ბაზარი გააძლიერა. მოქალაქეები, განსაკუთრებით, ვისაც ძვირადღირებული წამლის ყიდვა ესაჭიროება, იძულებულია მედიკამენტი სააფთიაქო ქსელების გვერდის ავლით იყიდოს, ან თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოიტანოს, სადაც ფასი 3-ჯერ დაბალია. ეს ეხება ფაქტობრივად ყველა დასახელების წამალს, რომელიც ქართულ სააფთიაქო ქსელებში 400%-იანი ფასნამატით იყიდება და სპეციალისტების, ასევე მთავრობის წევრთა მხრიდან გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, ამ პრობლემას ვერაფერი ეშველა.


წამლეები კი შემოდის ყველა გზით და არხით, რაც კი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას - საქართველოში მოძრავი ტრაილერების მძღოლების შუამავლობით, მგაზვრების პატარ-პატარა ჩანთებით, საბაჟოების გავლითაც, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდანც.


ჯანდაცვის ეკონომისტის, პროფესორ კახა ჯაყელის ინფორმაციით, შავი ბაზრის წილი ბოლო პერიოდში 15%-მდეა გაზრდილი.


,,ფარმაციის ბაზარზე შავი კაპიტალი ბრუნავს, ეს ყველამ იცის, ინფორმირებულია მთავრობაც. ის, რომ მაღალი მოთხოვნის ფონზე იმპორტი იკლებს, დიდწილად სწორედ შავი ბაზრის გაძლიერებით არის განპირობებული, რადგან ის იმპორტს კონკურენციას უწევს. განუბაჟებელი საქონლის შემოტანა აწყობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ. ამას ეწოდება ფაქტობრივად შავი კაპიტალის ბრუნვა, რომელიც დღეს გაცილებით მომგებიანია ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი წილი, სულ მცირე, 15%-ით არის გაზრდილი ბოლო პერიოდის განმავლობაში. რისკი დიდია, რომ მომდევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს. ამას უნდა ებრძოლოს საბაჟო სამსახურმა, აეროპორტების და სასაზღვრო სამსახურის ნებისმიერმა ქვედანაყოფმა, რადგან ასეთი წამლები შემოდის ჩვეულებრივი ჩანთებით და სხვა არხების საშუალებით, რაზეც ცნობილია“, - ამბობს ჯაყელი.


ჯანდაცვის ეკონომისტი ამავე დროს იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც ქვეყანამ წამლის გაიაფების მიმართულებით უნდა განახორციელოს.


,,გამოსავალი უნდა გამონახოს მთავრობამ, ზღვრის დაწესება რთული და არაპოპულარული ნაბიჯია. უნდა შემოიღონ სპეციალური ვაუჩერი ფარმაციის ბაზრისთვის, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გზა. ვაუჩერი უნდა დაურიგდეს ყველა ოჯახს, სოციალური სტატუსის განურჩევლად, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს მრავალჯერადი აქცია და ამის საშუალებით წამლები ხელმისაწვდომი გახდეს. ზამთარი მოახლოვდა და ახლა გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. ზღვარს ვერ დააწესებენ, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს პოპულარული ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების ფართო მასებისგან მხარდაჭერა აქვს“, - აცხადებს კახა ჯაყელი ,,კომერსანტთან“ საუბარში.



შავი ბაზრის არსებობით თბილისელი ვასო სხირტლაძე მას შემდეგ დაინტერესდა, როცა შვილისთვის სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები დასჭირდა. პრეპარატის თითო ამპულა, როგორც მომხმარებელი ამბობს, 4 000 ლარამდე ღირდა, რის შეძენაც ოჯახს საკუთარი შემოსავლით არ შეეძლო.


,,წამალი გვჭირდებოდა სასწრაფოდ, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში 4 000 ლარი ღირდა. სახელმწიფო ამ წამლის ხარჯს არ აფინანსებდა, ამიტომ ვცადე ადამიანური ფაქტორით მესარგებლა და სამივე ლიდერი სააფთიაქო კომპანიის ადმინისტრაციაში შევიტანე განცხადება თხოვნით, რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შეძენაში მცირე ფასდაკლება მოეხდინათ, თუნდაც 10%-ის ფარგლებში, მაგრამ ყველასგან სასტიკი უარი მივიღე. ამის შემდეგ გადავწყვიტე შავ ბაზარზე მეცადა ბედი, რაზეც მეტნაკლებად ინფორმაცია მქონდა. ახლობლების დახმარებით ასეთ ობიექტს მივაგენი კიდეც, საჭირო მედიკამენტი 1500 ლარად შევიძინე, სულ 4 დაგვჭირდა. იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. მე შავი ბაზრით სულ რამდენიმეჯერ ვისარგებლე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს მუდმივად შავ ბაზარზე ყიდულობენ“, - ამბობს ვასო სხირტლაძე.


შეგახსენებთ, რომ წამლების ფასის ზღვართან დაკავშირებით ორიოდე თვის წინ თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა. ის მოსახლეობას შეჰპირდა, რომ წამლის ფასზე ზღვარს დააწესებენ, მაგრამ ეს თემა მომდევნო პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებიათ.


ამასობაში, წამლის იმპორტთან და ფასებთან დაკავშირებით საკმაოდ არასახარბიელო მონაცემებს სტატისტიკაც უკვე მერამდენედ ადასტურებს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიკამენტების ოფიციალური იმპორტი შემცირდა, თუმცა ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივლისში, ქვეყანაში ჯამში 179,5 ტონამდე სამკურნალო საშუალება 188.5 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 161,8 ტონის ღირებულებამ 209.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან დაფასოებული მედიკამენტი იყო 5,4 ტონა (203.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დაუფასოებელი - 156.5 ტონა (6.2 მლნ აშშ დოლარი).


2020 წელს ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასებმა დაახლოებით 14%-ით მოიმატა. განსაკუთრებით ის წამლები გაძვირდა, რომლებსაც ექიმები პაციენტებს კოვიდ-პანდემიის პერიოდში უნიშნავენ.


რაც შეეხება მიმდინარე წელს, ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5%) ქვეჯგუფებზე.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up