ფარებით,  ჩაფხუტებით აღჭურვილი ხალხი არ გაგზავნილა არც ლენტეხში, არც ნენსკრაში- ბოკერია- თურნავას დებატები პანკისის სპეცოპერაციაზე

ფარებით, ჩაფხუტებით აღჭურვილი ხალხი არ გაგზავნილა არც ლენტეხში, არც ნენსკრაში- ბოკერია- თურნავას დებატები პანკისის სპეცოპერაციაზე

access_time2019-06-07 17:00:07


რატომ შეიყვანა პანკისში, ხადორი 3-ის მშენებლობობის გამო სპეცრაზმი ხელისუფლებამ ?  ამ საკითხის გარკვებას “ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრთან  კითხვა-პასუხის რეჯიმში შეეცადა.


გიგა ბოკერია:  პანკისის ხეობაში რაც მოხდა ამის მსგავსი პრობლემები გვაქვს საქართველოში, თქვენთვის ცნობილია ასეთი ადგილები, რომელია  ყველაზე მწვავე  ამათგან, რამდენიმე მაგალითი რომ გვითხრათ?



ნათია თურნავა არის სხვა შემთხვევებიც, მე ყოველთვის ვერიდები ამ შემთხვევების განზოგადებას იმიტომ, რომ მთლიანობაში ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად, მაგრამ, მართალს ბრძანებთ, არის სხვა შემთხვევები,  სადაც ინვესტორის ინტერესი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი იმდენად დიდხანს ჯერდება, რომ პრობელმა ექმნება ამ პროექტს. არის ასეთი შემთხვევები, თუდაც ლენტეხში ჰელედულა ჰესზე , სვანეთში ნენსკრაზე, გვაქვს გურიაში,  სვანეთის სხვა ჰესებზეც,  მაგრამ უნდა ითქვას, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ვცდილობთ და ვეძებთ საკითხის იდივიდუალურ გადაწყვეტას. 



გიგა ბოკერია:  რატომ იქნა გამორჩეული პანკისის შემთხვევა და რატომ მოხდა ამ შემთხვევაში ამ ადგილობრივი თემის წინააღმდეგობის გამო, რომელიც არ იყო კანონიერი,  საპოლიციო ძალის გამოყენება ამ კანონიერი ინტერესების დასაცავად ? ფარებით,  ჩაფხუტებით აღჭურვილი ხალხი არ გაგზავნილა არც ლენტეხში, არც ნენსკრაში?



ნათია თურნავა ყველგან, სადაც შეიძლება რაღაც საფრთხე შეექმნას ინვესტორს და ნორმალური უსაფრთხო შრომის საქმიანობის პირობები არ იყოს უზრუნველყოფილი და ამის შესახებ ატყობინებს შსს-ს და პატრულს, ხდება რეაგირება. ვერ დაგეთანხმებით, რომ პანკისი არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც დროდადრო გვიწევს კორექტირება და წესრიგის აღდგენა. სპეცრაზმზე არ იყო საუბარი და რატომ ამბობთ არასწორ ინფორმაციას არ ვიცი.




ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, თუ  რა ძალა იქნება ასეთ შემთხვევებში გამოყენებული და შსს საკმაოდ პროფესიონალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. როცა ასეთი რამე ხდება, ყველანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, მათ შორის სრულიად სამართლიანად დასახელდა კომუნიკაციის ნაკლებობა. არასდროს გავურბიავრთ პასუხისმგებლობას. მთელ რიგ შემთვევებში პრობლემურია მსხვილი პროექტების და ახლა უკვე მცირე პროექტების მშენებლობაც კი,  ანუ ეს საჭიროებს უკეთეს კომუნიკაციას. 



გიგა ბოკერია მე მოვისმინე ბატონი გახარიას თეზისი,  რომ ადგილზე  მოქალაქეების  90 პროცენტი უნდა იყოს  მშენებლობაზე  თანახმა, მე მაინტერესებს თუ ეს კონცეფცია გაგაჩნდათ პანკისის ოპერაციამდე , მაშინ რა საჭირო იყო ძალის შეყვანა ? თუ ეს ასე არ იყო , როგორ ფიქრობთ, რა გზავნილია ეს ქმედება კანონმორჩილი მოქალაქეისთვის? სადაც პოლიციის მანქანებს დაწვავ იქ მთავრობა უკან დაიხევს და სადაც კანონმორჩილად იქცევიან მოქალქეები იქ არა?



ნათია თურნავა ჩვენ ახლა იქ ვართ მშვიდობიანი კოსენსუსის რეჟიმში,  საკითხი აღმოიფხვრა , ხეობაში სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს, ხდება დიალოგები,  თუ როგორ განვითარდეს უფრო მეტად პანკისი, მიღწეულია მშვიდობა. ნებისმიერი ვინც ახლა ეცდება ამ მიღწეულ მშვიდობაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს.



საკომიტეტო მოსმენისას ნათია თურნავას რამდენჯერმე მოუწია პანკისის სპეცოპერაციაზე განმარტების გაკეთება



„პოლიციის აუცილებლობა დაინახა ინვესტორმა, რომელმაც ჩვენ მოგვმართა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ქვემდებარეობით და კომპეტენციიდან გამომდინარე გადაგვეგზავნა ეს შესაბამის ორგანოებში. ინვესტორმა დაინახა ეს აუცილებლობა, რადგან ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა ხელში ეჭირა, რამდენმეჯერ წამოიწყო მშენებლობა და ყოველთვის ხდებოდა გაუგებობრები.


ჩვენ ამას შევესწარით თებერვლიდან მოყოლებული, არ აღმოჩნდა ეს კომუნიკაცია საკმარისი და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდაროყო,“-განაცხადა ნათია თურნავამ.



მარიამ მორგოშია




უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up