ფაქტორინგი - მოითხოვეთ თანხა ინვოისის საფუძველზე ონლაინ პლატფორმიდან

ფაქტორინგი - მოითხოვეთ თანხა ინვოისის საფუძველზე ონლაინ პლატფორმიდან

access_time2020-08-14 14:16:06

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი − ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტის −  ციფრულ ეკოსისტემაშიშესთავაზა. შედეგად, ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა ოპერაციები განახორციელოს ონლაინ, თვალი ადევნოს მთელ ამ პროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.

 

ფაქტორინგი საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2007 წელს, პირველმა დანერგა. მას ის უპირატესობა აქვს, რომ   არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას.  

 

რა არის ფაქტორინგი?

 

ფაქტორინგი ინვოისების საფუძველზე დაფინანსების მიღებას გულისხმობს, ამისათვის არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და თანხა გაიცემა მაშინაც კი, როცა საკრედიტო ლიმიტი ამოწურული გაქვთ.

 

ძირითადად, ფაქტორინგი გამოიყენება ისეთ ბიზნესსაქმიანობაში, როგორებიცაა: წარმოება, საბითუმო ვაჭრობა, დისტრიბუცია, მშენებლობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა.

 

 კიდევ რა სარგებელი მოუტანა ბიზნესს ფაქტორინგის გაციფრულებამ?

  • თუ თითოეული ინვოისის დაფინანსებაზე კლიენტს (ზოგ შემთხვევაში დებიტორსაც) ბანკში მისვლა უწევდა, ახლა საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ვიზიტი ხელშეკრულების გასაფორმებლად. დანარჩენი პროცედურების გავლა კი ონლაინაა შესაძლებელი
  • ახალი ციფრულ ეკოსისტემაში გაჩნდა ფაქტორინგის ლიმიტის შესაძლებლობა (6 თვიანი), რომლის ფარგლებში ბიზნესი მარტივად და სწრაფად შეძლებს  დაფინანსების მიღებას, შესაბამისად შემცირდა დაფინანსების მიღების დრო;
  • კომპანიას ექნება ფაქტორინგის გვერდი ბიზნესინტერნეტბანკში, სადაც შეძლებს მისი მიმდინარე დაფინანსების ნახვას, ხოლო ფაქტორინგის პორტალზე პროცესების მონიტორინგს რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა

 

 ბიზნეს სუბიექტისთვის დებიტორის როლში:

  • მარტივი ფორმით უზრუნველყოფს ინვოისების დადასტურებასა, ხოლო ბიზნესინტერნეტბანკში ახალი საბილინგო სისტემის მსგავსი ფუნქციონალით ინვოისების გადახდას.  
  • დებიტორის როლში მყოფ ბიზნესს ფაქტორინგი აძლევს გადახდის გადავადების შესაძლებლობას და ელექტრონული პლატფორმით ეს უფრო მარტივად მიიღწევა

 

დამატებითი სარგებელი ბიზნეს, რომელიც არ არის კავშირში გაციფრულებასთან:


 

ფაქტორინგის ფასი სხვა საკრედტირო პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლებია. მას საკრედიტო ხაზთან ან სესხთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ შესაძლებელია უფრო მეტი დაფინანსების მიღება.

 

ფაქტორინგით  სარგებლობა შესაძლებელია:

 

•             სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად;

•             ხელფასების გადასახდელად;

•             ფულადი ნაკადების გასაზრდელად;

•             მარაგების შესავსებად;

•             ბიზნესის გაფართოებისთვის;

•             ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად.

 

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენს პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად.

 

აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. ასევე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას   ციფრულად განახორციელებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის  შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f2d664364991e3c92e0308d?utm_campaign=Factoring&utm_medium=Press-release&utm_source=News

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up