„თიბისი დაზღვევა“ სილამაზის სალონ „ვი ემ თის“ ბრალდებას არ ეთანხმება

„თიბისი დაზღვევა“ სილამაზის სალონ „ვი ემ თის“ ბრალდებას არ ეთანხმება

access_time2020-05-28 15:30:18

ფაქტი იმის შესახებ, რომ თიბისი დაზღვევამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გორის პოლიციაში გამოძიება. კლიენტიც ინფორმირებულია, რომ ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სადაზღვევო რისკის ხდომილების დადგენა. არ არის ცნობილი თუ რა ვითარებაში დაზიანდა აღნიშნული აპარატი, იქედან გამომდინარე, რომ ფართს, სადაც აღნიშნული ტექნიკა იყო განთავსებული არ ეტყობა შეღწევის კვალი, არც ის რომ გარედან მესამე პირი შეიჭრა და დააზიანა, დადგენილი არ არის ფაქტობრივი გარემოებები, არც კარ-ფანჯარაა დაზიანებული, აღნიშნულის დადგენა კი გამოძიების პრეროგატივაა“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ თიბისი დაზღვევის იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით ჭრიკიშვილმა განუცხადა, იმ ფაქტის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.


დავით ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ კლიენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარი არ განუცხადებიათ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღემდე არ არის ცნობილი თუ რა ვითარებაში დაზიანდა აღნიშნული აპარატი, შესაბამისად ვერ ხერხდება. მსჯელობა აღნიშნული არის თუ არა დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად დაფარული რისკი.


ფაქტობრივი გარემოებები თუ ვის მიერ მოხდა დაზიანება, ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი, ამის ცოდნა კი იმისთვის გვჭირდება, რომ ვიმსჯელოთ ხელშეკრულების შესაბამისად ეს არის დაფარული რისკი და უნდა ავანაზღაუროთ, თუ ეს არის გამონაკლისი და ანაზღაურებაზე უარი უნდა ვთქვათ. ცალსახად, ვამბობთ რომ ამასთან დაკავშირებით კლიენტს არაერთხელ, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით მიეწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენ არ ვაცხადებთ უარს ანაზღაურებაზე, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია თუ როგორ მოხდა აპარატის დაზიანება. ხელშეკრულებით  გათვალისწინებულია მთელი რიგი დაზღვეული რისკები და თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ იმ ვითარებაში, რაშიც აპარატის დაზიანება მოხდა არის დაზღვეული რისკი, ცალსახად და დაუყოვნებლივ მოხდება ანაზღაურება. ჩვენი ინტერესი არ არის კლიენტისთვის ანაზღაურებაზე უარის თქმა, უბრალოდ სანამ კლიენტისგან ან გამოძიების მხრიდან არ არის ინფორმაცია თუ ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა დაზღვეული ნივთის დაზიანება, ვერ ვმსჯელობთ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეს არის დაფარული რისკი თუ გამონაკლისი“, - განაცხადა დავით ჭრიკიშვილმა.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „კომერსანტზე“ გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც მოყვანილი იყო შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელის თეონა ხარაზიშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადა, სადაც ის სადაზღვევო კომპანიას დაზღვულისთვის ზიანის აუნაზღაურებლობაში  სდებდა ბრალს. მისი თქმით, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. ადვოკატი ამირან გიგუაშვილის განცხადებით უახლოეს დღეებში თეონა ხარაზიშვილი მიმართავს სასამართლოს სარჩელით და პარალელურად მიმართავენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, რათა დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up