FAO - სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯი 1,715 ტრილიონ დოლარს მიაღწევს

FAO - სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯი 1,715 ტრილიონ დოლარს მიაღწევს

access_time2021-06-10 18:30:00

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, მიმდინარე წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები რეკორდულ დონემდე, 12%-ით გაიზრდება. მიზეზი ნედლ საქონელზე ფასების ზრდა და კრიზისის დროს გაზრდილი მოთხოვნაა.


დღეს გავრცელებულ Food Outlook-ის ანგარიშს FAO წელიდაწდში 2-ჯერ აქვეყნებს. ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიოში სურსათის იმპორტის, მათ შორის მიწოდების ხარჯები 1,715 ტრილიონ დოლარს შეადგენს მაშინ, როცა გასულ წელს 1,530 დოლარი იყო.


FAO-ს ყოველთვიური ფასების ინდექსმა სურსათზე მაისში 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც ბურღულეულზე, მცენარეულ ზეთსა და შაქარზე ფასების ზრდამ განაპირობა. მარტში სურსათის იმპორტის ცალკეულმა ინდექსმა, გაზრდილი სატვირთო დანახარჯების ჩათვლით, რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც 2006-2008 და 2010-2012 წლებში სურსათზე გაზრდილ ფასებს აჭარბებს.


იმპორტზე მსოფლიო დანახარჯები რეკორდული 3%-ით ისედაც გაზრდილი იყო, როცა გასულ წელს ძირითადი სასურსათო პროდუქტების იმპორტის მოცულობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. გამონაკლისს წარმოადგენდა სასმელი და თევზის პროდუქტები, რომლებიც ეკონომიკური პირობების მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან და რომლებზეც მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვის სირთულეების გამო შეჩერებული იყო.



გასულ წელს ჩინეთის იმპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გლობალური მოთხოვნისა და ფასების განმსაზღვრელ ძალას წარმოადგენდა. ეს ნაწილობრივ დაავადების გავრცელების შემდეგ, პეკინის მხრიდან მეღორეობის აღდგენის მცდელობებმა განაპირობა. FAO-ს პროგნოზით, 2021-22 წლის მომავალ სეზონზე ჩინური სიმინდის იმპორტი 24 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც მას წამყვანი იმპორტიორი ქვეყნის სტატუსს შეუნარჩუნებს, ხოლო მიმდინარე 2020-21 წლის მოახლოებულ სეზონზე სიმინდის იმპორტი ჩინეთში 4-ჯერ, 22 მლნ ტონამდე გაიზრდება.


FAO მოელის, რომ ჩინეთში მეღორეობის აღდგენა გლობალურ ვაჭრობას შეამცირებს, რაც საქონლისა და ფრინველის ხორცის მიწოდების ზრდით კომპენსირდება, ეს კი მიმდინარე წელს ხორცის გლობალურ ვაჭრობას სტაბილურობას შეუნარჩუნებს.


BPN.GE




თეგები:
FAO



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up