FAO-ს ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის ეფექტიანი სისტემა იქმნება

FAO-ს ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის ეფექტიანი სისტემა იქმნება

access_time2017-02-20 10:00:00

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა განიხილეს. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


შეხვედრაზ ეგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის (SPAERS)მიმდინარეობა გააცნეს და ახალი ტექნიკური დახმარების პროექტის კონცეფცია წარუდგინეს. ახალი პროექტის მიზანია საქართველოში სტატისტიკური სისტემის განვითარება, საიმედო და ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. პროექტი ხელს შეუწყობს SPAERS-ის ეფექტიან განხორციელებას და პროექტში ჩართული სამიუწყების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში თითოეული უწყებისთვის მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სრულყოფაზე იქნება ორიენტირებული.

 


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სწორი პოლიტიკის წარმოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტი და მაღალი ხარისხის სტატისტიკის არსებობას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით აქტიურად ითანამშრომლებსპროექტში ჩართულ ყველა უწყებასთან, რაც სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროსათვის მინიშნელოვანია სანდო და ობიექტური გარემოსდაცვითი სტატისტიკური მონაცემების და ინფორმაციის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, მისასალმებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალ ინიციატივა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.


 


როგორც შეხვედრაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა აღნიშნა, ,,საქსტატს" გაწერილი აქვს შესასრულებელი ამოცანებისგეგმა.ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის,რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კვლევების რაოდენობა და დაგეგმილია, რომმომავალი წლიდან კვლევებიელექტრონული საშუალებებით ჩატარდეს.

 


როგორც შეხვედრაზე FAO-ს საქართველოში მამუკა მესხმა აღნიშნა, SPAERS დოკუმენტი FAO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია და საქართველო შეირჩა როგორც საპილოტე ქვეყანა SPAERS-ის მომზადება-განხორციელებისთვის.

 


,,SPAERS-ი FAO-ს ტექნიკური დახმარებით მომზადდა და მისი განხორციელების პროცესის ხელშეწყობა FAO-ს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ ამ პროექტისთვის გარე რესურსების მობილიზებას და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებას", - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.

 

 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up